დოკუმენტები საუბრობენ
დრო მიდის, ფაქტები კი რჩება
ავტორი: ნიკოლოზ გურგენიძე
კიევის სამიტროპოლიტო ეს გახლდათ მესამოცე ეპარქია მსოფლიო საპატრიარქოს დიპტიქში, რომელსაც გააჩნდა ერთგვარი ავტონომია, კიევის მიტროპოლიტს შეეძლო მოეწვია ადგილობრივი კრება, რათა აერჩიათ მღვდელმთავრები, ან კიდევ თვით კიევის მიტროპოლიტიც, მაგრამ ამ ხელდასხმის ლეგალიზებას უკვე მსოფლიო საყდარი, როგორც დედა ეკლესია აძლევდა. ეს ყველაფერი მისი დაარსებიდან დღემდე ძალაში იყო, სანამ კონსტანტინოპოლის წმინდა სინოდმა არ გადაწყვიტა მასზე დაქვემდებარებულ ეპარქიაზე გადაეცა სრული საეკლესიო დამოუკიდებლობა, ანუ ავტოკეფალია, ეს კი იმას ნიშნავს, რომ კიევის შიდა საეკლესიო საქმიანობაში უკვე მსოფლიო საპატრიარქო აღარ ჩაერევა, თვითონვე აირჩევენ და დაამტაკიცებენ კიევის მიტროპოლიტიდან დაწყებული უკანასკნელ მონაზვნამდე დამთავრებული. ეს ყველაფერი კი მაშინ ირღვევა, როდესაც რუსეთმა პოლიტიკურად დაიპყრო უკრაინის ტერიტორია 1654 წელს, სწორედ აქედან იწყებს ქმედებებს მოსკოვის საპატრიარქოც ძალისმიერად დაიმორჩილოს კიევის სამიტროპოლიტო, მაგრამ ადგილობრივი მღვდელმთავრები, მღვდლები თუ ჩვეულებრივი მრევლი პირდაპირ წინააღმდეგი მიდიოდნენ და ყოველგვარ გაერთიანებას მოსკოვთან გმობდნენ. დიდ ზეწოლებს განიცდიდნენ კიევის ახლადარჩეული მიტროპოლიტები სილვესტრი, დიონისე, იოსები და ანტონი, მხოლოდ 1685 წელს ახლადარჩეული კიევის მიტროპოლიტი გედეონი დათანხმდა, კურთხევა მიეღო მოსკოვის პატრიარქისგან, მაგრამ კიევში გამართულმა გაფართოებულმა კრებამ უარყო გედეონის კანონიკურობა და მისი ტახტიდან გადაყენება მოითხოვა, რადგან მსოფლიო საპატრიარქოს მიერ არჩევის და ხელდასხმის დამტკიცება უგულებელყოფილი იქნა. მოსკოვის პატრიარქმა იოაკიმემ და კიევის არაკანონიერმა მიტროპოლიტმა გედეონმა გაითავისეს, რომ მსოფლიო საყდრის გარეშე ყოველგვარი ქმედება სრულიად არაკანონიკური იქნებოდა და მოითხოვეს რუსეთის მთავრობისგან დახმარება. მართლაც, რუსეთმა გააგზავნა მისი ელჩი ნიკიტა ალექსიევი მსოფლიო პატრიარქთან შესახვედრად, სადაც მრავალი ზეწოლის შემდეგ გამოიცა ცნობა, რომელიც უფლებას აძლევდა მოსკოვის პატრიარქს მოეხდინა ხელდასხმა კიევის მიტროპოლიტისა, მაგრამ ეს არ ნიშნავდა კიევის კათედრის მოსკოვზე გადაცემას, არამედ მხოლოდ ხელდასხმის უფლებას, იმ პირობით, თუ წირვაზე კვლავ მოხსენიებულ იქნებოდა მსოფლიო პატრიარქის სახელი. ამ ყველაფრის მიუხედავად მოსკოვის პატრიარქი არღვევს შეთანხმებას და ის ახდენს კიევის ეკლესიის საეკლესიო ოკუპაციას, რა თქმა უნდა, ამას ხელს უწყობდა ასევე პოლიტიკური მხარდაჭერაც. რამოდენიმე საუკუნის განმავლობაში მსოფლიო საპატრიარქოს ყველანაირი რესურსი ამოწურული ჰქონდა რათა მას შესძლებოდა კიევი დაეხსნა მოსკოვის საეკლესიო ოკუპაციისაგან. ამ ყველაფრის ფონზე გარკვეული სახის სქიზმები მუდამ არსებობდა, რომელთაც არ სურდათ მოსკოვზე დამორჩილება და აღედგინათ სრული კავშირი დედა ეკლესიასთან, მაგრამ ამას ხელს უშლიდა რუსეთის სახელმწიფო დაწყებული 1654 წლიდან 1990 წლამდე.
სწორედ 1990 წელს საბჭოთა კავშირის დაცემის ხანაში უკრაინა ხდება პოლიტიკურად დამოუკიდებელი ქვეყანა, აქვე ჩნდება დამოუკიდებელი ეკლესიის არსებობის იდეა. მანამდე არსებობდა გარკვეული სახის სქიზმები უკრაინაში, რომლებიც ითხოვდნენ ავტოკეფალიას, მაგრამ მოსკოვის საპატრიარქოს მიერ დაარსებული საეგზარქოსო ვერასდროს ბედავდა ავტოკეფალიაზე საუბარს, ყოველ შემთხვევაში მაშინ როდესაც უკრაინა პოლიტიკურად რუსეთს ექვემდებარებოდა. 1991 წლის 1 - 3 ნოემბერს მოსკოვის საპატრიარქოს საეგზარქოსომ უკრაინაში, ქალაქ კიევში, კიევ-პეჩორის ლავრაში მოიწვია გაფართოებული კრება, რომელსაც თავმჯდომარეობა კიევის უნეტარესი მიტროპოლიტი (ეგზარხოსი) ფილარეტი. ამ კრების მოწვევის მიზეზი კი სწორედ ავტოკეფალიის მოთხოვნის საკითხი იყო მოსკოვის საპატრიარქოდან. ისტორიული გაურკვევლობის გამო მოხდა ეს შეცდომა, რომ უკრაინის ეპისკოპატმა, რომელნიც წესით მათი დედა ეკლესიისათვის უნდა მიემართა, წერილი არასწორ მისამართზე გააგზავნეს, რასაც მძიმე შედეგები მოჰყვა.
მიმართვა გაეგზავნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს და რუსეთის ეკლესიის იერარქიას:
“თქვენო უწმინდესობავ, ყოვლადსამღვდელონო,
უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის სასულიერო - საერო კრება, რომელიც ჩატარდა 1991 წლის 1-3 ნოემბერს, ქალაქ კიევში, ღვთისმშობლის მიძინების კიევ - პეჩორის ლავრაში, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტ ფილარეტის თავმჯდომარეობით, კრებამ მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში საეკლესიო ცხოვრების შესახებ, კონკრეტულად კი ახალი სოციალურ - პოლიტიკური ვითარების შესახებ, რომელზეც გავლენა იქონია უკრაინის სახელმწიფოს ჩამოყალიბებამ.
კრების მონაწილეები, რომლებიც გახლავთ უკრაინელ ეპისკოპოსების, კლირიკოსების, მრევლის, მონასტრების და რელიგიური სკოლების წარმომადგენლები, მათ კი ერთხმად გადაწყვიტეს თქვენს უწმინდესობას და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას გაუგზავნოს მიმართვა თხოვნით სრული საეკლესიო დამოუკიდებლობის გადმოცემაზე, ესე იგი ავტოკეფალიაზე, რათა გაადვილდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება სხვა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიების მიერ, როგორც თანაბარი და- ეკლესია მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში, რაც ხელს შეუწყობს კიევის საპატრიარქოს დაარსებას აღმოსავლეთის დანარჩენი პატრიარქების და ადგილობრივი ეკლესიების მწყემსმთავრების მიერ.
ამ ყველაფრის თანახმად, ჩვენ თავმდაბლურად გიგზავნის თხოვნას, თქვენო უწმინდესობავ და სრულიად რუსული ეკლესიის იერარქიას, ამ საკითხის შესახებ. გვრწამს, რომ ამ პრობლემის დადებითად გადაჭრით ეკლესიაში შენარჩუნდება მშვიდობა და ერთობა, რასაც ჩვენი მორწმუნეები დიდად ელოდებიან, რომლებმაც სხვადასხვა სახის დაძაბულ ვითარებებში იცხოვრეს.
ამასთანავე ჩვენ პატივს ვცემთ კრებაში მონაწილეების იმ ნაწილს, რომლებიც სრულიად ამართლებენ ჩვენს ამ თხოვნას. იმედი გვაქვს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული დამოუკიდებლობა, არა მარტო გადაჭრის გაყოფის პრობლემებს, არამედ ღვთის ერს გაუძღვება ცხონებისაგენ, რათა შენარჩუნებულ იქნას ერთობა, რომელიც უფალმა ბრძანა”.
კრების ამ განჩინებაზე ხელი მოწერილი აქვთ:
1) ფილარეტი, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა[1],
2) ნიკოდიმი, მიტროპოლიტი ხარკოვისა და ბოგოდუხოვისა,
3) ლეონტი, მიტროპოლიტი ხერსონისა და ტავრიის,
4) ანტონი, მთავარეპისკოპოსი ჩერნიგოვისა და ნეჟინისა,
5) თეოდორე, მთავარეპისკოპოსი ვინიცასი და ბრაცლავისა,
6) საბა, მთავარეპისკოპოსი პოლტავისა და კრემენჩუგისა,
7) იობი, მთავარეპისკოპოსი ჟიტომირისა და ოვრუჩისა,
8) ირინეი, მთავარეპისკოპოსი როვნოსა და ოსტროჟისა,
9) ლაზარე, მთავარეპისკოპოსი ოდესასი და იზმაილისა (1992 წლიდან აწ უკვე ყირიმისა და სიმფეროპოლის მიტროპოლიტი),
10) ნიკანორი, ეპისკოპოსი სუმისა და ახტირსკისა,
11) იოანიკი, ეპისკოპოსი ლუგანსკისა და სტარობელისა,
12) ექვთიმე, ეპისკოპოსი მუჩაჩევესი და უჟგოროდისა,
13) ბასილი, ეპისკოპოსი კიროვოგრადისა და ნიკოლაევისა,
14) ბართლომე, ეპისკოპოსი ვოლინისა და ლუცკისა,
15) ნიფონტი, ეპისკოპოსი ხმელინცკისა და კამენეც-პოდოლსკისა,
16) ანდრია, ეპისკოპოსი ლვოვისა და დროგობუჩისა,
17) გლები, ეპისკოპოსი დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიესი,
18) ბასილი, ეპისკოპოსი სიმფეროპოლისა და ყირიმისა,
19) ონუფრი, ეპისკოპოსი ჩერნოვცისა და ბუკოვინის (2014 წლიდან რუსეთის ეკლესიის ეგზარხოსი უკრაინაში),
20) სერგი, ეპისკოპოსი ტერნოპოლისა და კრემენეცისა,
21) ილარიონი, ეპისკოპოსი ივანო-ფრანკოვსკისა და კოლომიის (აწ უკვე დონეცკის მიტროპოლიტი),
22) ალიპი, ეპისკოპოსი დონეცკისა და სლავიანსკისა,
23) იაკობი, ეპისკოპოსი პოჩაევისა, კიევის ეპარქიის ვიკარი.
ამავე წერილს თან დაერთო ერთობლივად შედგენილი ტექსტი, სადაც სინოდმა განმარტა უკრაინაში არსებული ვითარება, ცნობა მოსალოდნელი საშიშროების შესახებ, სქიზმების გაძლიერება და უკრაინელი ერის იდენტობის გამოღვიძების შესახებ, რაც გარდაუვალი პროცესი იყო სახელმწიფო დამოუკიდებლობის შედეგად. ეს ტექსტი გადაეგზავნა მოსკოვის საპატრიარქოს, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:
“უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ, მისი უნეტარესობა კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ფილარეტის თავმჯდომარეობით განიხილა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული დამოუკიდებლობის საკითხი.
კრებამ წმინდა კანონებზე და ავტოკეფალიის ინსტიტუტის პრინციპეპზე დაყრდნობით, გამოთქვა სურვილი კურთხეული მშვიდობის, ქრისტესმიერი სიყვარულის და ძმური ურთიერთობის არსებობისა დედა ეკლესიასთან, მაგრამ ასევე ყველა ადგილობრივ მართლმადიდებელ ღვთის ეკლესიებთან, კრებამ უკრაინელი მართლმადიდებლების სურვილის შესაბამისად გადაწყვიტა:
1. გაუგზავნოს თხოვნა მის უწმინდესობა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას, სრული კანონიკური დამოუკიდებლობის, ესე იგი, ავტოკეფალიის შესახებ, რადგანაც ადგილობრივი ეკლესიის უმაღლესი მმართველი ორგანო ეპისკოპოსთა კრება გახლავთ, მას შეუძლია ავტოკეფალიის აღიარება.
2. ამ მიმართვის მიზეზი არის ის, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ადგილობრივმა კრებამ (1990 წლის 7-8 ივნისი) დაამტკიცა რეზოლუცია, რომელიც ამბობს: “ჩვენი მრავალეთნიკური ეკლესია, აკურთხებს ეთნიკურ პოლიტიკურ აღორძინებას, მაგრამ ის გმობს შოვინიზმს, გაყოფას და ეროვნულ უთანხმოებას. პასუხად უკრაინელ მართლმადიდებლებს მათ კანონიერ მოლოდინზე, უკრაინელი ეპისკოპოსები გაერთიანდნენ უკრაინის თვითმმართველ მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამ ეკლესიას, რომელსაც გააჩნია დიდი ავტონომია, ინარჩუნებს კანონიკურ ურთიერთობას მოსკოვის საპატრიარქოსთან და დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებთან. დამოუკიდებელი უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის დაარსება აღებს ახალი შესაძლებლობების კარებს და თავიდან იცილებს სქიზმას და მსოფლიო მართლმადიდებლობიდან იზოლაციას...
1990 წლის 25-27 ოქტომბერს, რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავართა კრებამ, რომლიც წევრიც 91 მღვდელმთავარია, მისი უწმინდესობა პატრიარქი ალექსი მეორის თავმჯდომარეობით, ყურადღებით განხილულ იქნა უკრაინელი ეპისკოპოსების თხოვნა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობასა და ავტონომიაზე მის თვითმმართველობაში. ამ კრების გადაწყვეტილებით, მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქმა ალექსი მეორემ კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ფილარეტს გადასცა კონსტიტუცია, რომელიც 1990 წლის 9 ივნისს ერთხმად გამორჩეულ იქნა უკრაინული იერარქიის მიერ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრად.
უკრაინაში არსებული რელიგიური მდგომარეობა, რომელიც ყალიბდება უკრაინული სახელმწიფოს დამოუკიდებლობის ფარგლებში, ითხოვს ეკლესიის მდგომარეობის შეცვლასაც.
კრებას მიაჩნია, რომ ეს მდგომარეობა უნდა შეიცვალოს და მოგვეცეს სრული დამოუკიდებლობა, ესე იგი ავტოკეფალია, ეს როგორც უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის დამოუკიდებლობის სრულყოფა, ზემოაღნიშნული რეზოლუციის თანახმად, რათა თავიდან აცილებულ იქნეს გაყოფა მსოფლიო მართლმადიდებლობაში, წმინდა კანონების დარღვევის გარეშე, სიყვარულის და მშვიდობის შენარჩუნებით ჩვენს ეკლესიებს შორის.
3. ვხვდებით და ვიზიარებთ იმას, რომ ავტონომიის აღიარება ეკლესისათვის ნამდვილად კარგი იყო, ავტოკეფალიის გადაცემა უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიაზე, ხელს შეუწყოფს მართლმადიდებლობის გაძლიერებას უკრაინაში და ავტოკეფალისტურ სქიზმას თავიდან ავიცილებთ...
4. ... კრება ერთხმად მოწმობს, რომ უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს ყველა სავალდებულო წინაპირობა სრული დამოუკიდებლობის მისაღებად.
5. როდესაც ვიმსჯელეთ სრული დამოუკიდებლობის მიღების შესახებ, კრებამ გაითვალისწინა ჩვენი ხალხის ინტერესებიც უკრაინის სახელმწიფო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, აქედან გამომდინარე დამოუკიდებელი ეკლესია, დამოუკიდებელ სახელმწიფოში გამართლებულია წმინდა კანონებითაც და ისტორიულადაც.
6. რადგანაც ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიები არ ცხოვრობენ და მოქმედებენ ცალ-ცალკე, არამედ როგორც ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ნაწილად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიაც, რომელიც მიიღებს სრულ კანონიკურ დამოუკიდებლობას დედა ეკლესიისაგან, ის შეინარჩუნებს ერთობის სულს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და სხვა ადგილობრვ ეკლესიებთან, იხელმძღვანელებს საღმრთო და წმინდა კანონების თანახმად და კათოლიკე მართლმადიდებელი ეკლესიის ტრადიციებით, რაც წმინდა მამებისგან ებოძა.
7. იმის გათვალისწინებით, რომ ყველა ახლად დაარსებული ადგილობრივი ეკლესია აღიარებულ უნდა იყოს ყველა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიების მიერ, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის კრება ასევე აგზავნის წერილს, ისევე როგორც მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორესთან, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსებთან უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარების მიზეზით, რომელიც იქნება თანაბარი ადგილობრივ და - მართლმადიდებელ ეკლესიებთან.
8. კიევის სამიტროპოლიტოს ათასწლიანი ისტორიის გათვალისწინებით, რომლის პირდაპირი მემკვიდრე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია გახლავთ, რომელსაც ჰყავს 35 მილიონიანი მრევლი, კრება რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიისაგან სრული თვითმმართველობის მიღების შემდეგ, ითხოვს გაუადვილოს კიევის საპატრიარქოს დაარსებაში აღმოსავლეთის დანარჩენი საპატრიარქოების მწყემსმთავართა და ადგილობრივ ეკლესიათა მიერ”.
დოკუმენტზე ხელს აწერენ:
1) კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი ფილარეტი, ასევე კიევის ეპარქიის შვიდი წარმომადგენელი,
2) თეოდოსი, მთავარეპისკოპოსი ვინიცის და ბრაცლავის, ეპარქიის სამი წარმომადგენელი,
3) ბართლომე, ვოლინისა და ლუცკის ეპისკოპოსი, ეპარქიის ოთხი წარმომადგენელი,
4) გლები, დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიის ეპისკოპოსი, ეპარქიის ორი წარმომადგენელი,
5) ალიპი, დონეცკისა და სლოვიანსკის ეპისკოპოსი, ეპარქიის ორი წარმომადგენელი,
6) იობი, მთავარეპისკოპოსი ჟიტომირისა და ოვრუცკიის, ეპარქიის ოთხი წარმომადგენელი,
7) ილარიონი, ეპისკოპოსი ივანო-ფრანკივსკისა და კოლომიის, ეპარქიის ორი წარმომადგენელი.
8) ბასილი, ეპისკოპოსი კიროვოგრადისა და მიკოლაივის, ეპარქიის ორი წარმომადგენელი.
9) იოანიკი, ეპისკოპოსი ლუჰანსკისა და სტარობელისა, ეპარქიის ორი წარმომადგენელი,
10) ანდრია, ეპისკოპოსი ლვივისა და დროჰობუჩისა, ეპარქიის ორი წარმომადგენელი,
11) ექვთიმე, ეპისკოპოსი მუკაჩივსკისა და უჟგოროდის, ეპარქიის ათი წარმომადგენელი,
12) ლაზარე, მთავარეპისკოპოსი ოდესის და იზმაილისა, ეპარქიის ხუთი წარმომადგენელი,
13) საბა, მთავარეპისკოპოსი პოლტავის და კრემენჩუგის, ეპარქიის სამი წარმომადგენელი,
14) იაკობი, ეპისკოპოსი პოჩაევისა, ეპარქიის ერთი წარმომადგენელი,
15) ირინეოსი, მთავარეპისკოპოსი რივნესა და ოსტროჰის, ეპარქიის ოთხი წარმომადგენელი,
16) ბასილი, ეპისკოპოსი სიმფეროპოლისა და ყირიმის, ეპარქიის სამი წარმომადგენელი,
17) ნიკანორი, ეპისკოპოსი სუმისა და ოხტურსკის, ეპარქიის ორი წარმომადგენელი,
18) სერგი, ეპისკოპოსი ტერნოპილისა და კრემენცის, ეპარქიის სამი წარმომადგენელი,
19) ნიკოდიმოსი, მიტროპოლიტი ხარკოვისა და ბოჰოდუხოვის, ეპარქიის სამი წარმომადგენელი,
20) ლეონტი, მიტროპოლიტი ხერსონისა და ტავრიის, ეპარქიის სამი წარმომადგენელი,
21) ნიფონტი, ეპისკოპოსი ხმელნიცკისა და კამიანეც-პოდილსკის, ეპარქიის ორი წარმომადგენელი,
22) ანტონი, მთავარეპისკოპოსი ჩერნიჰივისა და ნიჟინის, ეპარქიის ორი წარმომადგენელი,
23) ონუფრი, ეპისკოპოსი ჩერნივცისა და ბოკოვინის, ეპარქიის სამი წარმომადგენელი.
უკრაინის ეკლესიის გამუდმებული თხოვნის მიუხედავად, მოსკოვის საპატრიარქომ არ დააკმაყოფილა ეს თხოვნა ავტოკეფალიის გადაცემასთან დაკავშირებით, არამედ პირიქით ყველა რესურსით შეეცადა გაეჩერებინა ეს მოძრაობა, მაგრამ შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ამას სახელმწიფო დამოუკიდებლობაც უწყობდა ხელს. 1992 წლის 22 იანვარს მოსკოვის ეკლესიის უკრაინულმა საეგზარქოსომ კვლავ მისწერა წერილი მოსკოვის საპატრიარქოს, რომელიც დაახლოებით ასე გამოიყურება:
“უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის თხოვნა მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ ალექსი მეორეს და წმინდა სინოდის მიმართ,
თქვენო უწმინდესობავ,
ქრისტეს მიერ საყვარელო რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის მაღალყოვლადუსამღვდელოესნო,
უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის კრებიდან გავიდა დაახლოებით სამი თვე (1991 წლის 1-3 ნოემბერი), სადაც ჩვენ მოგმართეთ თხოვნით სრული კანონიკური საეკლესიო დამოუკიდებლლობის გადმოცემის შესახებ, მაგრამ ჯერ კიდევ არ მიგვიღია არანაირი პასუხი. მიგვაჩნია, რომ დადებითი პასუხი ამ თემაზე მიზანმიმართულად არის შეყოვნებული.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ რელიგიური ვითარება რომელიც უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის კრებამ შედარებით გამოასწორა, კვლავ აღზევებას იწყებს. გარკვეული ძალები, მათ შორის მოსკოვიდან ხელშეწყობილი ძალები, ცდილობენ ბერებს, სასულიერო პირებსა თუ მრევლს შორის დაპირისპირება გააჩინონ და უშუალოდ ებრძვიან მართლმადიდებლობას უკრაინაში. მოსკოვის გარკვეულმა საინფორმაციო საშუალებებმა დაიწყეს ცილისმწამებლური კამპანია უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრის წინააღმდეგ, სადაც ცდილობენ ცილისმწამებლურად ხალხს შეაძულონ და მათი გონება და გული მის წინააღმდეგ მიმართონ.
იმედით, რომელიც გაგვაჩნია ჩვენი უფალი იესო ქრისტეს მიმართ, რომელიც ამბობს: “და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას” (მათ. 16, 18), ჩვენ ვუარყობთ ჩვენი ეკლესიის ცილისწამებებს, რომელმაც გაძლო ეცხოვრა რთულ ათეისტურ სახელმწიფო პერიოდში... ჩვენ ასევე ვგმობთ ცილისმწამებლურ თავდასხმებს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მწყემსმთავრის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტ ფილარეტის მიმართ.
ასევე შევიტყვეთ, რომ რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდის ბოლო სხდომაზე (1991 წლის 26-27 დეკემბერი) გაიჟღერა აზრმა, რომ ჩვენი თხოვნა რომელიც შედგენილ იქნა უკრაინული მართლმადიდებელი ეკლესიის კრებაზე (1991), გამოხატული იყო სწორედ სახელმწიფოს ზეწოლით, იმ მღვდელმთავრებზე, რომელთაც ამ თხოვნას ხელი მოაწერეს.
ამ აზრის გამო ჩვენ თავმდაბლურად ვუსვამთ ხაზს ჩვენს სურვილს, გაგვაჩნდეს სრული კანონიკური დამოუკიდებლობა, რომელიც ახალმა ისტორიულმა ვითარებამ გააჩინა, რომელიც მიმართულია უშუალოდ მართლმადიდებლობის სასარგებლოდ უკრაინაში და აქ ადგილი არ ჰქონია არანაირ სახელმწიფო ზეწოლას.
ჩვენ ასევე ვადასტურებთ ჩვენს ერთსულოვნებას და თანხმობას ამ თემის ირგვლივ, რადგან გვრწამს, რომ უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის მხოლოდ სრული კანონიკური დამოუკიდებლობა, მაგრამ ასევე მღვდელმთავრების ერთობა მათი მწყემსმთავრის ირგვლივ, დაიცავს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას განადგურებისაგან.
ზოგმა რუსმა მღვდელმთავრებმა გამოთქვეს სურვილი, უკრაინაში ჩატარდეს საეკლესიო რეფერენდუმი ეკლესიის სრული კანონიკური დამოუკიდებლობის შესახებ, თუმცა, ძველი ეკლესიის ისტორია, ასევე რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორია, სრულიად იგნორირებას უწევს ამგვარი სახის რეფერენდუმს, ასევე წმინდა კანონები არ მიიჩნევენ სწორად გარკვეული საკითხების რეფერენდუმით გადაწყვეტას. აქედან გამომდინარე, გვრწამს, რომ უკრაინაში საეკლესიო რეფერენდუმის ჩატარება არის შეცდომა და არ დაეხმარება საკითხის გადაჭრას, არამედ პირიქით, ეკლესიაში შემოიტანს ერულ სულს.
შეშფოთებით აღვსილი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, ერთობის შენარჩუნების მიზნით რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ფარგლებში, კვლავ მივმართავთ თხოვნით თქვენს უწინდესობას და რუს მღვდელმთავრებს გადაწყვტოთ დადებითად უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის სრული კანონიკური დამოუკიდებლობის საკითხი რაც შეიძლება მალე.
ასევე გთხოვთ არ მიიჩნიოთ ჩვენი კვლავ გამოგზავნილი თხოვნა როგორც ჩვენი უძლურება და არამდგრადობა, არამედ როგორც ძმური სიყვარული და ჩვენი თქვენდამი პატივისცემის გამოხატულება".
სინოდის ამ განჩინებას ხელი მოწერილი აქვს შემდეგი მღვდელმთავრების მიერ:
1) ფილარეტი, მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა,
2) ნიკოდიმი, მიტროპოლიტი ხარკოვისა და ბოგოდუხოვისა,
3) ლეონტი, მიტროპოლიტი ხერსონისა და ტავრიის,
4) ანტონი, მთავარეპისკოპოსი ჩერნიგოვისა და ნეჟინისა,
5) თეოდორე, მთავარეპისკოპოსი ვინიცის და ბრაცლავისა,
6) საბა, მთავარეპისკოპოსი პოლტავის და კრემენჩუგისა,
7) იობი, მთავარეპისკოპოსი ჟიტომირისა და ოვრუჩისა,
8) ირინეი, მთავარეპისკოპოსი როვნისა და ოსტროჟისა,
9) ლაზარე, მთავარეპისკოპოსი ოდესის და იზმაილისა (1992 წლიდან აწ უკვე ყირიმისა და სიმფერუპოლის მიტროპოლიტი),
10) ნიკანორი, ეპისკოპოსი სუმისა და ახტირსკისა,
11) იოანიკი, ეპისკოპოსი ლუგანსკისა და სტარობელისა,
12) ექვთიმე, ეპისკოპოსი მუკაჩევესი და უჟგოროდისა,
13) ბასილი, ეპისკოპოსი კიროვოგრადისა და ნიკოლაევისა,
14) ბართლომე, ეპისკოპოსი ვოლუნისა და ლუცკისა,
15) ნიფონტი, ეპისკოპოსი ხმელინცკისა და კამენეც - პოდოლსკისა,
16) ანდრია, ეპისკოპოსი ლვოვისა და დროგობუჩისა,
17) გლები, ეპისკოპოსი დნიპროპეტროვსკისა და ზაპოროჟიესი,
18) ბასილი, ეპისკოპოსი სიმფეროპოლისა და ყირიმისა,
19) ონუფრი, ეპისკოპოსი ჩერნოვცისა და ბუკოვინის (2014 წლიდან რუსეთის ეკლესიის ეგზარქოსი უკრაინაში),
20) სერგი, ეპისკოპოსი ტერნოპოლისა და კრემენეცისა,
21) ილარიონი, ეპისკოპოსი ივანო-ფრანკოვსკისა და კოლომიის (აწ უკვე დონეცკის მიტროპოლიტი),
22) ალიპი, ეპისკოპოსი დონეცკისა და სლავიანსკისა,
23) იაკობი, ეპისკოპოსი პოჩაევისა, კიევის ეპარქიის ვიკარი.
მორიგი მოთხოვნის მიუხედავად მოსკოვის საპატრიარქომ კვლავ იგნორით უპასუხა უკრაინის ეკლესიის მღვდელმთავრების თხოვნას საეკლესიო დამოუკიდებლლობის შესახებ. მოსკოვში ჩასულ კიევის მიტროპოლიტ ფილარეტს კი მოსთხოვეს გადამდგარიყო, მრავალი ზეწოლის და მუქარის შემდეგ უნეტარესი ფილარეტი შეპირდა, რომ ჩასვლისთანავე გადადგებოდა, მაგრამ კიევში დაბრუნებუულმა უარი განაცხადა გადადგომაზე, რის გამოც მოსკოვის საპატრიარქომ მიტროპოლიტი ფილარეტი ტახტიდან გადააყენა და განკვეთა. მისი განკვეთა სრულიად არ იყო კანონიკური, ის ატარებდა უშუალოდ მოსკოვის პოლიტიკურ ხასიათს, სადაც ყველანაირად ცდილობდნენ ფილარეტის განკვეთა გაემართლებინათ, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა, რადგან ხალხის ნაწილმა მას მხარი დაუჭირა და ხელი შეუწყო სიცოცხლის ფასად ებრძოლა ავტოკეფალიის მოპოვებისათვის. 2019 წელის 6 იანვარი კი უკრაინაში ავტოკეფალისტური მოძრაობის გამარჯვება იყო, როდესაც უძღები შვილი დაუბრუნდა დედა ეკლესიას, მსოფლიო საპატრიარქოს, სადაც სასჯელის ნაცვლად მისმა ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უანგაროდ გადასცა ავტოკეფალიის ტომოსი, სადაც ერთდროს კიევის სამიტროპოლიტო როგორც მისი შვილი ეკლესია აიყვანა ავტოკეფალური დამოუკიდებელი ეკლესიის ხარისხში და გვერდზე დაიყენა არა როგორც შვილი, არამედ როგორც და, როგორც მისი თანასწორი.
მეტად რეალური მაგალითი გახლავთ უძღები შვილის იგავი ამ კონკრეტული ისტორიული მოვლენის დასახასიათებლად: “და აღდგა და მოვიდა იგი მამისა თჳსისა. და ვიდრე შორსღა იყო, იხილა იგი მამამან მისმან და შეეწყალა. და მირბიოდა იგი და დავარდა ქედსა ზედა მისსა და ამბორს-უყოფდა მას. და ჰრქუა მას ძემან მან: მამაო, ვცოდე ცად მიმართ და წინაშე შენსა და არღარა ვარ მე ღირს წოდებად ძედ შენდა. ჰრქუა მამამან მისმან მონათა თჳსთა: გამოიღეთ სამოსელი პირველი და შეჰმოსეთ მას და შეაცუთ ბეჭედი ჴელსა მისსა და ჴამლნი ფერჴთა მისთა. და მოიბთ ზუარაკი იგი ჭამებული და დაკალთ, და ვჭამოთ და ვიხარებდეთ, რამეთუ ძე ესე ჩემი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა. და იწყეს განცხრომად. და იყო ძე იგი მისი უხუცესი ველსა გარე. და ვითარცა მოვიდოდა და მოეახლა სახლსა მას, ესმა ჴმაჲ სიხარულისაჲ და განცხრომისაჲ. და მოუწოდა ერთსა მონათაგანსა და ჰკითხვიდა, ვითარმედ: რაჲ არს ესე? ხოლო მან ჰრქუა მას, რამეთუ: ძმაჲ შენი მოსრულ არს, და მამამან შენმან დაკლა ზუარაკი იგი ჭამებული, რამეთუ ცოცხლებით მოვიდა იგი. ხოლო იგი განრისხნა და არა უნდა შინა შესლვად. ხოლო მამაჲ მისი გამოვიდა ჰლოცვიდა მას. და მან მიუგო და ჰრქუა მამასა თჳსსა: აჰა ესერა ესოდენნი წელნი გმონენ შენ და არასადა მცნებასა შენსა გარდავჰჴედ, და არასადა მომეც ერთი თიკანი, რაჲთამცა მეგობართა ჩემთა თანა ვიხარე. და ოდეს ძე ესე შენი მოვიდა, რომელმან შეჭამა საცხორებელი შენი მეძავთა თანა, დაუკალ მას ზუარაკი იგი ჭამებული. ხოლო მან ჰრქუა მას: შვილო, შენ მარადის ჩემ თანა ხარ, და ჩემი ყოველი შენი არს. ხოლო აწ მხიარულებაჲ და სიხარული ჯერ-არს, რამეთუ ძმაჲ ესე შენი მომკუდარ იყო და განცოცხლდა, წარწყმედულ იყო და იპოვა” (ლუკ. 15, 20-32).
___________________________
[1] მუქი წითელი ფერით აღნიშნულნი არიან ის მღვდელმთავრები, რომლებიც ცოცხალი არიან და ფილარეტის გამოკლებით, დღემდე რუსეთის ეკლესიის უკრაინის საეგზარქოსოში არიან.
Comments