top of page
Post: Blog2_Post
Writer's pictureThe Divine Science

ალბანეთის ეკლესიის მწყემსმთავრის პასუხი იორდანიის შეხვედრასთან დაკავშირებით


 


ალბანეთის ეკლესიის მწყემსმთავრის, უნეტარესი მთავარეპისკოპოს ანასტასიოსის საპასუხო ეპისტოლე იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს იორდანიის შეხვედრასთან დაკავშირებით


ტირანა, 2020 წლის 8 იანვარი

თარგმანი: ნიკოლოზ გურგენიძე


თქვენო ღვთაებრივო უნეტარესობავ, პატრიარქო წმინდისა ქალაქისა იერუსალიმისა დასრულიად პალესტინისა, უფლის ქრისტეს მიერ მეტად საყვარელო ძმაო და თანამწირველო, ბატონო თეოფილე,

ვემთხვევით თქვენს ღვთაებრივ უნეტარესობას და პატივისცემით მოგმართავთ.


დიდი ყურადღებით წავიკითხეთ და შევისწავლეთ თქვენი ღვთაებრივი უნეტარესობის 2019 წლის 12 დეკემბერს გამოგზავნილი წერილი - მოწვევა მართლმადიდებელ ეკლესიათა მწყემსმთავართა «სიყვარულში ძმურ შეხვედრაზე” იორდანიაში ამა წლის თებერვლის ბოლოს. ჩვენ კვლავ ვიმეორებთ, რაც უკვე ოფიციალურად წერილობითაც დავაფიქსირეთ გასული წლის ბოლოს: “ალბანეთის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია მხურვალე თხოვნით მიმართავს მსოფლიო საპატრიარქოს, მისი უფლებებიდან გამომდინარე მართლმადიდებელ

ეკლესიებთან დაკავშირებით, რაც შეიძლება მალე მოიწვიოს საერთომართლმადიდებლური სინაქსი, ან კრება, რათა აღმოიფხვრას შესაძლო სქიზმა და საფრთხე არ შეექმნას მის (მართლმადიდებელი ეკლესიის) მოწმობას თანამედროვე სამყაროში.” - 2019 წლის 14 იანვრისწერილი მსოფლიო პატრიარქს). ასევე 2019 წლის 20

ნოემბერის მოწოდება - თხოვნა ყველა მწყემსმთავრის მიმართ: “ახალი რეალობის განკურნების ინიციატივა, უდავოდ, ეკუთვნის მსოფლიო საპატრიარქოს. ასევე ყველა ავტოკეფალურ ეკლესიას, ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს აქვს მოვალეობა შერიგებაში წვლილის შეტანისა.

მაგრამ თქვენი წინადადება იორდანიაში შეხვედრასთან დაკავშირებით, როგორც უკვეაღინიშნა, ერთობის გაღრმავების ნაცვლად, მას უფრო მეტად დააზიანებს. აქედან გამომდინარე არ შეგვიძლია თქვენს მიერ შემოთავაზებულ შეხვედრაში მივიღოთ მონაწილეობა.


განცხადებული ჩვენი ქრისტე ღმერთი უძღვებოდეს მას, ვისაც გააჩნია პასუხისმგებლობა შერიგებისა და მშვიდობის გზისკენ.


განცხადებული ქრისტე ღმერთისმიერ უღრმესი სიყვარულით თქვენი ღვთაებრივი უნეტარესობის საყვარელი ძმა

ანასტასიოსი, მთავარეპისკოპოსი ტირანისა, დირაქიისა და სრულიად ალბანეთისა.





Comments


bottom of page