ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის საპატრიარქოს განცხადება იორდანიის შეხვედრასთან დაკავშირებით
ბალამანდი, 2020 წლის 22 თებერვალი
თარგმანი: ნიკოლოზ გურგენიძე
მოკრძალებული მოწვევა, რომელიც მიიღო უნეტარესმა პატრიარქმა იოანე მეათემ იერუსალიმის უნეტარესი პატრიარქ თეოფილე მესამესგან იორდანიაში - ამანში მართლმადიდებელ ეკლესიათა მწყემსმთავართა რჩევით შეხვედრაზე მონაწილეობის შესახებ , რომელიც შედგება ამ თვის 25-ში, ანტიოქიის ეკლესია აცხადებს, რომ ამ შეხვედრაში არ მიიღებს მონაწილეობას.
ანტიოქიის ეკლესიას ესმის ეკლესიათა მწყემსმთავრების ინიციატივები, რომლებიც შესაძლოა დაეხმარონ არსებული კრიზისიდან გამოსავლის პოვნაში, რის წინაშეც დღეს მართლმადიდებელი ეკლესია დგას, ამის მიუხედავად, არ მიიღებს (ანტიოქიის ეკლესია) მონაწილეობას ამ შეხვედრაში, იმაზე მონაცემთა დაყრდნობით, რაც გააჩნია, რათა არ გააღრმავოს ძმებს შორის წყვეტა და მათი განსხვავებები.
ასევე ცხადია, რომ (ანტიოქიის) საპატრიარქო არ უგულებელყოფს მის მზადყოფნას საჭირო გამოსავლების პოვნაში, რომლებმაც ანტიოქიისა და იერუსალიმის ეკლესიებს შორის კავშირის გაწყვეტა გამოიწვია, ასევე ანტიოქიის ეკლესიამ გამოხატა მზადყოფნა, რომ შესაბამის მოქმედებებს მიმართოს, რათა გააადვილოს გამოსავლის პოვნა.
ამ შემთხვევაში, ანტიოქიის ეკლესია კიდევ ერთხელ იმეორებს თავის პოზიციას, რომ ეკლესიებს შორის „ერთსულოვნება“, რომელიც დაფუძნებულია წმინდა წერილზე და წმინდა ტრადიციაზე, წარმოადგენს მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად წესს, რაც შეეხება საერთომართლმადიდებლური დონის საკითხების გადაწყვეტასა და ასევე ზოგად საკითხებშიც. ის (ანტიოქიის ეკლესია) ასევე ცდილობს ეკლესიებთან მუდმივ კონტაქტს, ძმებს შორის სიყვარულისა და ჰარმონიის გაღრმავებას, რათა ერთგული იყვნენ სიხარულის, მშვიდობისა და ერთობის გზავნილში, სადაც ჩვენი უფალი იცდის, თავის ეკლესიაში.
ანტიოქიის ეკლესია თავის სამწყსოს მოუწოდებს, რომ გაერთიანდნენ ლოცვაში ეკლესიისა და სამყაროს მშვიდობისათვის.
Comments