ნიკოლოზ გურგენიძე
გუშინ, 17 თებერვალს საქართველოს საპატრიარქომ გამოაქვეყნა უწმინდესისა და უნეტარესის, საქართველოს პატრიარქ ილიას საპასუხო ეპისტოლე იერუსალიმის პატრიარქის მისამართით, რომელიც გაიგზავნა ა.წ. 7 თებერვალს. მისმა უნეტარესობამ განმარტა,რომ ისეთ კრებას, რონელსაც ყველა მწყემსმთავარი არ ესწრება, ან უმრავლესობა მაინც შედეგი ვერ ექნება, რადგან ასეთი კრების გადაწყვეტილებას სრულიად მართლმადიდებელი ეკლესია არგაიზიარებს და ეს იქნება გზა ახალი სქიზმის დაწყებისა. ამის თავიდან ასაცილებლად მისმა უწმინდესობამ განაცხადა, რომ ასეთ კრებაში მონაწილეობას ვერ მიიღებს, რაც რეალურად წარმოადგენს ისტორიული და ეკლესიოლოგიური მნიშვნელობის ნაბიჯს, რომელიც მიმართულია ეკლესიის კეთილდღეობისაკენ. მსგავსი ნაბიჯები გადაიდგა ასევე მსოფლიო პატრიარქის, ალექსანდრიის (პატრიარქის), კვიპროსის, საბერძნეთისა და ალბანეთის მთავარეპისკოპოსოსების მხრიდან.
როგორც უკვე ყველასთვის ცნობილია, იორდანიის “კრება”, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სინამდვილეში მოწვეულია რუსეთის სახელმწიფოს მიერ იერუსალიმის პატრიარქის მეშვეობითა დაგამოყენებით. 1453 წლიდან დღემდე რუსების მიზანი და ოცნება გახლავთ დაამხოს პრეზვიგენული საპატრიარქოების სისტემა და სულ რამოდენიმე საუკუნის წინ დაარსებული მოსკოვის ადგილობრივი ეკლესია გადავიდეს პირველ ადგილზე და ყველა ეკლესია ანტიქრისტიანული და ანტიეკლესიოლოგირი გზით დაიქვემდებაროს, როგორც ეს საქართველოს უწმინდესი ეკლესიის შემთხვევაში ვიხილეთ (როდესაც “გააუქმა”, ან უფრო უკეთ, რომ ვთქვათ შეაჩერა ისტორიული ავტოკეფალიის სისტემა და სრული კონტროლი დაამყარა ივერიის უძველეს და ისტორიულ საყდარზე). აუცილებელია ყველა ეპისკოპოსმა გაიმსოფლიო პატრიარქი მის ეპისტოლეში იერუსალიმისპატრიარქის მისამართით წერს: “ძმურად მოგიწოდებთ არ დარჩეთ ამ თქვენ ინიციატივაზე, თქვენი უნეტარესობის მიერ დაგეგმილ მწყემსმთავართა შეხვედრის შესახებ, რომელიცშესაძლოა უცოდინრობის გამო სხვა მიზნებს ემსაურებოდეთ, რომლებიც საუკუნეებისგანმავლობაში ცდილობენ დაამცირონ და წაართვან ის რაც მსოფლიო საპატრიარქოსისტორიულად გააჩნია, აუცილებელია გქონდეთ შეგრძნება იმისა, რომ იმ დიდ ისტორიულპასიხისმგებლობას რასაც თქვენს თავზე იღებთ, რაც მომავალში ეკლესიასა და ერზეაისახება”. რუსებს, რომ შეძლებოდათ ყველა ადგილობრივ ეკლესიას დაიქვემდებარებდნენ. აქედან გამომდინარე იორდანიის კრებაზე წასვლა რუსეთის სახელმწიფოსა და ეკლესიისანტიქრისტიანულ მიზნებში ხელის შეწყობა იქნებოდა, მაგრამ როგორც ვნახეთ ამ “კრების” ავტორიტეტი უკვე მაშინ დაეცა, როცა თვით იერუსალიმის პატრიარქმა გაიაზრა და გაითავისა, რომ რუსეთთან თანამშრომლობა ზარალის მეტს არაფერს მოუტანდა. ამიტომ მან ამ “კრებას” შეიცვალა სტატუსი და “მწყემსმთავართა პანორთოდოქსული კრების” ნაცვლად უწოდა“მართლმადიდებელ მწყემსმთავართა ოჯახური და ძმური არაოფიციალური შეხვედრა”. ამითიკი რუსეთს კიდევ ერთხელ “ჩაუვარდა კოვზი ნაცარში”.
ერთ-ერთი ეკლესიოლოგიური და კანონიკური პრობლემა,რომელიც ამ “კრებამ” წარმოჩინაგახლავთ თუ ვის გააჩნია პანორთოდოქსული კრების მოწვევას უფლება. ამ შემთხვევაშიკანონიკური ანომალიის მომსწრენი ვართ, რადგან კრებას არა პირველი ეპისკოპოსი არამედმესამე იწვევს. ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი თუ პირველი და მეორეეპისკოპოსი იქნებოდნენ ერესში ან სქიზმაში, მაგრამ ასეთი რამე არ არის. მსოფლიოპატრიარქმა იერუსალიმის პატრიარქს ეპისტოლეში მისწერა: “კანონიკური (ეკლესიის) წესით, რომელიც მუდამ არსებობდა და აქამდე ყველა ეკლესია პატივს მიაგებდა, რის მიხედვითაცმწყემსმთავართა პანორთოდოქსულ კრებას მუდამ მსოფლიო პატრიარქი იწვევს და ისთავმჯდომარეობს. რა სახის ერთობას სურს ემსახუროს თქვენი უნეტარესობის ინიციატივა, მაშინ როდესაც თქვენ მიერ შემოთავაზებულ სინაქსიზე მართლმადიდებელ მწყემსმთავართაშორის პირველი - პროტოსი (რომელიც წესით იწვევს კრებას) არ ესწრება ამას? და რამნიშვნელობის იქნება ეს მწყემსმთავართა კრება, მაშინ როდესაც შეუძლებელი იქნებამწყემსმთავართა ერთობლივი საღმრთო ლიტურგიის აღსრულებაც, რადგან მათგან(ადგილობრივ ეკლესიათაგან) ერთ-ერთმა ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა ზოგიერთმათგანთან? იმ შემთხვევაში თუ თქვენი ინიციატივა ხორცს შესსხმას ყველას წარმოუჩენს, მოყვარესაც და მტერსაც, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არ არის წარმოადგენსორგანულ ერთობას, რომელიც გარდაისახა ეკლესიათა ფედერაციად ან და უფრო უარესი, პროტესტანტული ტიპის ეკლესიათა ფედერაციად (და არა, როგორც წესი, ესმართლმადიდებელ ეკლესიაში ადგილობრივ ეკლესიათა ერთობა „ერთ, წმინდა, კათოლიკე დასამოციქულო ეკლესიაში“ გამოიხატება)”.
მოსალოდნელი შედეგები:
რუსეთის მხრიდან საქართველოს უწმინდეს ეკლესიაზე ზეწოლები და შანტაჟების არუნდაშეგვეშინდეს, რადგან რუსეთს რაც შეეძლო უკვე მაქსიმუმი გააკეთა.
აფხაზეთის საეკლესიო საკითხი: აფხაზეთის საკითხში რუსეთმა უკვე მაქსიმუმი გააკეთა, საეკლესიო და პოლიტიკური ოკუპაციის გზით აფხაზეთის ეპარქიაში ეპარქიაში შეიჭრა დამიიტაცა საქართველოს ეკლესიის კუთვნილი ისტორიული მემკვიდრეობა, ტაძრები, მონასტრები, საეკლესიო ძეგლები, დაადგინა მღვდლები და ამას დამატებული საქართველოსპატრიარქს არც კი აღიარებს, როგორც აფხაზეთის ეპისკოპოსს. ამაზე მეტი აღარ არსებობს რაცშეიძლება გააკეთოს. ამ საკითხში გამოსავალი შემდეგია: საქართველოს ეკლესიამ მიმართოს მსოფლიო საპატრიარქოს, რათა მსოფლიო პატრიარქმა მოიწვიოს პანორთოდოქსული კრება, საქართველოს წმინდა სინოდმა უნდა შეიტანოს საჩივარი რუსეთის ეკლესიის წინააღმდეგ და ამ კრებაზე აპოლოგიაში მოიწვიონ მოსკოვის პატრიარქი და დაუმორჩილებლობის შემთხვევაში კრებამ ის საეკლესიო კანონების დარღვევის გამო უნდა განკვეთოს,როგორც ეს მართლმადიდებელი ეკლესიის კანონიკური ტრადიციის თანახმად ხდებოდა. ევქარისტიული კავშირის გაწყვეტა გამოსვალი არ არის.
რუსეთის ეკლესიას, რომელსაც არ გააჩნია არანაირი კანონიკური უფლება ავტოკეფალიისმინიჭებაში, ამ შემთხვევაშიც ვერ მიანიჭებს აფხაზეთის ეპარქიას ავტოკეფალიას, რადგანამითი იმ “ტოტს მოჭრის, რომელზეც ზის”.
იორდანიის ე.წ. “კრების” განჩინება:
ეს “კრება” ვერ მიიღებს ვერანაირი სახის განჩინებას, რადგან, როგორც უკვე ავღნიშნეთიორდანიაში შედგება უბრალო “ძმური” შეხვედრა და არა ოფიციალური კრება. აქედანგამომდინარე ვერ რაიმე სახის ცვლილებას ვერ შეიტანს მართლმადიდებელი ეკლესიისადმინისტრაციულ მოწყობაში, როგორც ეს რუსებს ძალიან სურთ.
Comments