top of page
Post: Blog2_Post
Writer's pictureThe Divine Science

მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონების ქრონოლოგიები და რაოდენობა


 

კანონიკური სამართალი - წმინდა კანონები


მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა კანონების ქრონოლოგიები და რაოდენობა[1]


თარგმანი: ნიკოლოზ გურგენიძე


ჯამში მართლმადიდებელ ეკლესიას აღიარებული 770 კანონი გააჩნია


 

· კართაგენის კრება მოწვეულ იქნა 251 წელს და მიიღო 1 კანონი,


· დიონისე ალექსანდრიელმა 265 წელს დაწერა 4 კანონი,


· გრიგოლ ნეოკესარიელმა 270 წელს დაწერა 11 კანონი,


· პეტრე ალექსანდრიელმა 311 წელს დაწერა 15 კანონი,


· ანგირას (ანკვირიის) კრება მოწვეულ იქნა 314 წელს და მიიღო 25 კანონი,


· ნეოკესარიის კრება მოწვეულ იქნა 314-319 წლებში და მიიღო 15 კანონი,


· მოციქულთა 85 კანონი შედგენილია 314-325 წლებში,


· პირველი მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა 325 წელს და მიიღო 20 კანონი,


· ღანგრის კრება მოწვეულ იქნა 340 წელს და მიიღო 21 კანონი,


· ანტიოქიის კრება მოწვეულ იქნა 341 წელს და მიიღო 25 კანონი,


· სარდიკის კრება მოწვეულ იქნა 343 წელს და მიიღო 21 კანონი,


· ლაოდიკიის კრება მოწვეულ იქნა 360 წელს და მიიღო 60 კანონი,


· ათანასე დიდმა 373 წელს დაწერა 3 კანონი,


· ბასილი დიდმა 379 წელს დაწერა 92 კანონი,


· მეორე მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა 381 წელს და მიიღო 8 კანონი,


· ტიმოთე ალექსანდრიელმა 385 წელს დაწერა 18 კანონი,


· გრიგოლ ღვთისმეტყველმა 389-399 წლებში დაწერა 1 კანონი,


· კონსტანტინოპოლის კრება მოწვეულ იქნა 394 წელს და მიიღო ერთი კანონი,


· ამფილოქე იკონიელმა 395 წელს დაწერა 1 კანონი,


· გრიგოლ ნოსელმა 395 წელს დაწერა 8 კანონი,


· თეოფილე ალექსანდრიელმა 412 წელს დაწერა 14 კანონი,


· კართაგენის კრება მოწვეულ იქნა 419 წელს და მიიღო 133 კანონი,


· მესამე მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა 431 წელს და მიიღო 8 კანონი,


· კირილე ალექსანდრიელმა 444 წელს დაწერა 5 კანონი,


· მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვულ იქნა 451 წელს და მიიღო 30 კანონი,


· გენადი კონსტნატინოპოლელმა 459 წელს დაწერა 1 კანონი,


· ტრულის მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა 691-692 წლებში და მიიღო 102 კანონი,


· მეშვიდე მსოფლიო საეკლესიო კრება მოწვეულ იქნა 787 წელს და მიიღო 22 კანონი,


· კონსტანტინოპოლის ორგზის კრება მოწვეულ იქნა 861 წელს და მიიღო 17 კანონი,


· კონსტანტინოპოლის წმინდა სოფიას კრება (სხვანაირად მერვე მსოფლიო საეკლესიო კრება) მოწვეულ იქნა 879-880 წლებში და მიიღო 3 კანონი.


_____________________________

[1] Ακανθοπούλου Π., Κώδικας Ιερών Κανόνων (Κείμενο – Ερμηνεία – Σχόλια) και Εκκλησιαστικής Νομοθεσίας της Εκκλησίας της Ελλάδος, გამომც. Βάνιας, Θεσσαλονίκη 2009, გვ. 611.

Comments


bottom of page