top of page
Post: Blog2_Post

მართლმადიდებლობა რუსეთში - სტატისტიკა


 

მართლმადიდებლობა რუსეთში - სტატისტიკა


2016 წლის სტატისტიკის თანახმად რუსეთის მოსახლეობა 146,674,541-ს შეადგენს[1]. როგორც რუსი ეკლესიის წარმომადგენლები აცხადებენ, მათი მრევლი 150 მილიონს აღწევს, რაც, რა თქმა უნდა, არ წარმოადგენს რეალობას. ამ მცირე სტატიაში გვეძლევა საშუალება, რუსულ წყაროებზე დაყრდნობით თავი მოვუყაროთ სტატისტიკურ მონაცემებს, რის მიხედვითაც შეგვიძლია დაახლოებით დავადგინოთ, თუ რამხელა მრევლი ჰყავს რუსეთის ეკლესიას. მართლმადიდებელი ეკლესიის არსებობის მანძილზე, რა თქმა უნდა, ეკლესია არასოდეს დაინტერესებულა და მიუნიჭებია განსაკუთრებული მნიშვნელობა მრევლის რაოდენობაზე, რადგან ჭეშმარიტება არა რაოდენობაში, არამედ ხარისხზეა დამოკიდებული. რადგანაც რუსეთის ეკლესიისთვის ციფრები უფრო მნიშვნელოვანია ვიდრე ხარისხი, დაე, ვნახოთ თუ რა ხდება სინამდვილეში და რეალურად წარმოადგენს თუ არა მრევლით უდიდეს ეკლესიას.

მაშ, ჩვენი მიზანია, ვნახოთ რუსეთის მოსახლეობის რამდენი პროცენტი თვლის თავს მართლმადიდებლად, აქედან რამდენი დადის აქტიურად ეკლესიაში, იცავს მარხვას, ეზიარება და მისდევს აქტიურ ეკლესიურ ცხოვრებას.

რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს თანახმად მოსახლეობის 2%-ზე ნაკლები დადის ეკლესიაში. ჩატარებული კვლევების თანახმად აღმოჩნდა, რომ 2003 წელს, დიდ შაბათს 20:00 დან აღდგომის კვირის 6:00 მდე მოსკოვში მხოლოდ 63 ათასი ადამიანი დაესწრო მსახურებას (1992-1994 წლებში 180 ათასი)[2]. მსგავსი კვლევის შედეგად 2009 წელს აღმოჩნდა, რომ 142,785,344-დან მხოლოდ 4,5 მილიონმა რუსმა მიიღო მონაწილეობა აღდგომის მსახურებაში[[3]][[4]]. 2008 წლის მონაცემებით კი შობის მსახურებას 142,742,368-დან მხოლოდ 2,3 მილიონი რუსი მართლმადიდებელი დაესწრო მსახურებას[5].

ბრიტანული ენციკლოპედიის “Britanica-ს“ თანახმად რუსეთის მოსახლეობის მხოლოდ 53.1% არის მართლმადიდებელი, ხოლო 27% არცერთ რელიგიას არ მიაკუთვნებენ თავს[6].

Всеросси́йский це́нтр изучения обще́ственного мне́ния (ВЦИО́М)-ს 2006 წლის გამოკითვების შედეგად ვგებულობთ, რომ რუსი მართლმადიდებლების 75%-დან მხოლოდ 9% დადის ეკლესიაში და აქტიურად მონაწილეობს ეკლესიის ცხოვრებაში, ხოლო 36%-მა პროცენტმა აღნიშნა, რომ მართლმადიდებლობა მათი წინაპრების ტრადიციას წარმოადგენს[[7]][[8]].

Всеросси́йский це́нтр изучения обще́ственного мне́ния (ВЦИО́М)-ს 2008 წლის რუსი მართლმადიდებლების გამოკითვების შედეგად კი დგიგნდება, რომ 27%-მა საერთოდ არ იცის თუ რა წერია ათ მცნებაში. ხოლო 56%-მა მხოლოდ ერთი მცნება გაიხსენა - „არა კაც კლა“[9].

2010 წელს ჩატარებული სოციოლოგიური გამოკითხვის თანახმად, რომელიც Всеросси́йский це́нтр изучения обще́ственного мне́ния (ВЦИО́М)-მ ჩაატარა, რუსეთის მოსახლეობის 75% თავს მართლმადიდებლად მიიჩნევს, აქედან მხოლოდ 54% იცის თუ რა წერია ბიბლიაში[10], შესაბამისად რუსი მართლმადიდებლების 21%-მა იცის თუ რა წერია ბიბლიაში, მაგრამ ამის მიუხედავად რელიგიურ წესებს 73% იცავს. სოციოლოგიური კვლევითი ინსტიტუტის თავმჯდომარემ მიხაილ ასკოლდოვიჩ ტრუსინმა ამ შედეგებთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ დავაკვირდებით მართლმადიდებელი ეკლესიური ხალხი, რომელიც სულ მცირე წელიწადში ორჯერ აბარებს აღსარებას და ეზიარება, მხოლოდ 18-20% პროცენტია ასეთი. აქედან გამომდინარე დაახლოებით 60% არ არის რეალური მართლმადიდებელი.

Уолл-стрит джорнэл (The Wall Street Journal)-ს რესპოდენტმა ანდრეი ჰიგინსმა ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ რუსი მართლმადიდებლების უმრავლეობა ეროვნული ღირებულებების გამო მიაკუთვნებენ თავს რუსეთის მართლმადიდებელ ეკლესიას[11], რომელთაგანაც მხოლოდ 4% მიიჩნევს მართლმადიდებლობას სულიერი და ეთიკური ღირებულებების წყაროდ.[12]

2010 წელს რუსეთის საპატრიარქოს ახალგაზრდობის განყოფილების სიციოლოგიური სამსახურის უფროსმა ალინა ბაგრინამ РИА Новости-სთან საუბრისას აღნიშნა, რუს მართლმადიდებელთა მხოლოდ 4% გახლავთ აქტიური მრევლი, რომლებიც დადიან ეკლესიაში და ეზიარებიან[13].

რუსეთის ფედერაციის საელჩო დიდ ბრიტანეთში ოფიციალურ საიტზე აღნიშნავს, რომ მოსახლეობის ნახევარზე ცოტათი მეტი არის მართლმადიდებელი[14].

2017 წლის მონაცემებით რუსეთის მოსახლეობის 71% გახლავთ მართლმადიდებელი[15]. არსებული მონაცემებიდან კი შეგვიძლია დავასკვნათ, რომ რუსი მართლმადიდებლების (მონათლული) 67%-დან მხოლოდ 3-4% არის რეალური აქტიური მრევლი, რომელიც დადის ეკლესიაში, აბარებს აღსარებას, ეზიარება, იცავს მარხვებსა და იცის რა წერია ბიბლიაში, ხოლო დანარჩენი თითქმის 71% ტრადიციულობის გამო მოინათლნენ, მაგრამ არ მონაწილეობენ ეკლესიის ცხოვრებაში. მართლმადიდებელი ქვეყნების სიაში კი რუსეთი ბოლო ადგილასაა: 1. მოლდოვეთის 92% მართლმადიდებელია, 2. საბერძნეთის 90%, 3. საქართველოს 89%, 4. სერბეთის 88%, 5. რუმინეთი 86%, 6. უკრაინა 78%, 7. ბულგარეთი 75%, 8. ბელორუსი 73%, 9. რუსეთი 71%[16].


__________________________

[1] http://www.gks.ru/free_doc/2016/demo/t1_2.xls [2] Митрохин Н. А. Русская православная Церковь. Современное состояние и актуальные проблемы. — М.: Новое литературное обозрение, 2006. — 320 с. — (Библиотека журнала „Неприкосновенный запас“). — ISBN 5-86793-437-3. [3] https://www.interfax.ru/russia/75203 [4] https://www.gazeta.ru/news/lastnews/2009/04/19/n_1353563.shtml [5] https://www.sedmitza.ru/text/380281.html [6] https://www.britannica.com/place/Russia/Religion [7] https://www.gazeta.ru/comments/2007/08/20_a_2060804.shtml [8] https://web.archive.org/web/20160327012032/http://www.religare.ru/2_42432.html [9] https://lenta.ru/news/2008/04/28/darkage/ [10] https://wciom.ru/index.php?id=268&uid=13365 [11] https://www.wsj.com/articles/SB119792074745834591 [12] https://www.newsru.com/religy/18dec2007/wsj.html [13]https://web.archive.org/web/20131129074644/http://ria.ru/press_video/20100318/215121309.html [14] https://www.rusemb.org.uk/religion/ [15] https://www.pewforum.org/2017/05/10/religious-affiliation/ [16] https://www.pewforum.org/2017/05/10/religious-affiliation/

31 views0 comments
bottom of page