top of page
Post: Blog2_Post
Writer's pictureThe Divine Science

მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საპასუხო წერილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს

Updated: Jan 10, 2020


 

თარგმანი: ნიკოლოზ გურგენიძე


მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის საპასუხო წერილი იერუსალიმის პატრიარქ თეოფილეს მწყემსმთავართა კრებაზე მიწვევასთან დაკავშირებით

პროტ. ნომერი 900

უნეტარესო და უწმინდესო პატრიარქო იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, ღმერთისმიერო, მეტად საყვარელო და პატივცემულო ძმაო, და ჩვენი უბრალოების თანამწირველო, ბატონო თეოფილე, თქვენს პატივცემულ უნეტარესობას უფლისმიერად ვეხვევით და მოგმართავთ.

2019 წლის 11 დეკემბერს თქვენი უნეტარესობის მიერ გამოგზავნილი წერილი მივიღეთ და დიდად გაოცებულმა წავიკითხეთ, სადაც ჩვენს უბრალოებას იწვევს მართლმადიდებელ მწყემსმთავართა შეხვედრაზე თქვენს იურისდიქციაში არსებულ ადგილას, რათა მოხდეს საუბარი „მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ევქარისტიული ერთობის შენარჩუნების“ შესახებ. თქვენი უნეტარესობის მიერ ზემოაღნიშნულმა წერილმა ჩვენი გაოცება შემდეგი მიზეზების გამო გამოიწვია:

პირველ რიგში, იმ არასასიამოვნო ფაქტმა გამოიწვია ჩვენი გაოცება, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის მანძილზე, პირველად ჩვენს ორ საპატრიარქოს შორის, როგორც სწორად იწერება „ბერძნულ-მართლმადიდებლური იერუსალიმის საპატრიარქო“, მსოფლიო საპატრიარქოს უცხო ენაზე სწერს ეპისტოლეს და არა მის მშობლიურ ენაზე, ისე თითქოს საკუთარ თავს აღარ მიიჩნევდეს ისტორიული და ტანჯული ერის ნაწილად და უცბად წყვეტს საუბარს მის მშობლიურ ენაზე, ვისაც უფლის განგებამ საუკუნეების განმავლობაში ენდო და უბოძა წმინდა მიწის ადგილები, წმინდამიწელი საძმოს მიერ დასაცავად. თქვენი ეს პოზიცია და ქმედება უარყოფითად მოქმედებს ყველა იმ პიროვნებაზე, რომელთაც იციან თქვენი ყველა წინააპარების ღვაწლის შესახებ შესახებ, რომელთაც ძლიერად გაუწიეს წინააღმდეგობა ისტორიიდან ცნობილ უცხო ძალების მიერ წმინდა მიწაზე შეჭრის მცდელობებს. ნეტავ რამ უბიძგა თქვენს უნეტარესობას ჩვენს ეკლესიებს შორის, საუკუნეების მანძილზე დამკვიდრებული წესის მაგიერ, ამ უპატივცემულო წერილის გამოგზავნა ინგლისურ ენაზე?

მეორე, ჩვენთვის რთულად არის გასაგები მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიის მანძილზე პირველად გამოჩენილი თქვენი ინიციატივა პანორთოდოქსული (საერთომართლმადიდებლური) სინაქსის (კრების) მოწვევისა. არ არის აუცილებელი შევახსენოთ თქვენს ეკლესიას თუ რომელი ადგილი უკავია უწმინდესი მართლმადიდებელი ეკლესიის საპატრიარქოთა დიპტიქში, მაგრამ ასევე შეგახსენებთ ფაქტს, რომ კანონიკური (ეკლესიის) წესით, რომელიც მუდამ არსებობდა და აქამდე ყველა ეკლესია პატივს მიაგებდა, რის მიხედვითაც მწყემსმთავართა პანორთოდოქსულ კრებას მუდამ მსოფლიო პატრიარქი იწვევს და ის თავმჯდომარეობს. რა სახის ერთობას სურს ემსახუროს თქვენი უნეტარესობის ინიციატივა, მაშინ როდესაც თქვენ მიერ შემოთავაზებულ სინაქსიზე მართლმადიდებელ მწყემსმთავართა შორის პირველი - პროტოსი (რომელიც წესით იწვევს კრებას) არ ესწრება ამას? და რა მნიშვნელობის იქნება ეს მწყემსმთავართა კრება, მაშინ როდესაც შეუძლებელი იქნება მწყემსმთავართა ერთობლივი საღმრთო ლიტურგიის აღსრულებაც, რადგან მათგან (ადგილობრივ ეკლესიათაგან) ერთ-ერთმა ევქარისტიული კავშირი გაწყვიტა ზოგიერთ მათგანთან? იმ შემთხვევაში თუ თქვენი ინიციატივა ხორცს შესსხმას ყველას წარმოუჩენს, მოყვარესაც და მტერსაც, რომ ჩვენი მართლმადიდებელი ეკლესია არ არის წარმოადგენს ორგანულ ერთობას, რომელიც გარდაისახა ეკლესიათა ფედერაციად ან და უფრო უარესი, პროტესტანტული ტიპის ეკლესიათა ფედერაციად (და არა, როგორც წესი, ეს მართლმადიდებელ ეკლესიაში ადგილობრივ ეკლესიათა ერთობა „ერთ, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიაში“ გამოიხატება). იმ პასიხუსმგებლობას, რასაც თქვენი უნეტარესობა საკუთარ თავზე იღებს ისტორიაში წარმოადგენს უდიდესი რამეს და გახლავთ სიახლე და რეალურად გვიკვირს, როგორ გადაწყვიტა აეღო საკუთარ თავზე და რა თქმა უნდა ამ რთულ პერიოდში ასეთი პასუხისმგებლობა?

მესამე, ასევე დიდ გაკვირვებას იწვევს ჩვენში კრების მოწვევის მიზეზი რასაც ასახელებთ: „მართლმადიდებელ ეკლესიაში ევქარისტიული კავშირის შენარჩუნება-დაცვა“. კი, მაგრამ მართლმადიდებელ ეკლესიაში არასოდეს გაწყვეტილა ევქარისტიული კავშირი და ეს ვერ მოხდება ერთი ეკლესიის მხრიდან ევქარისტიის გაწყვეტით, მაგრამ ყველა დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესია ერთმანეთთან სრულ ევქარისტიულ კავშირში იმყოფებიან. რაც შეეხება ამ კონკრეტულ ეკლესიას (რუსეთის ეკლესიის) რომელმაც ცალმხრივად გაწყვიტა ევქარისტიული კავშირი, აუცილებლად უნდა იყოს მიმართული ყველანაირი სახის მცდელობა რათა აღადგინოს ევქარისტიული კავშირი მათთან ვისთანაც გაწყვიტა და არა დანარჩენი ეკლესიების მიმართ.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე ისმის კითხვა, რა იქნება ის დადებითი შედეგი, რასაც ეს მწყემსმთავართა შეხვედრა მოუტანს, თუნდაც უსაფუძვლო, ყოველგვარი წინასწარი მომზადების გარეშე. არასოდეს, თუნდაც საერო სამყაროშიც არ შემდგარა მეთაურთა შეხვედრა გარკვეული სახის მომზადების გარეშე, რათა არ ყოფილიყო განწირული დაშლისა და განადგურებისთვის. ამგვარი მოუმზადებელი შეხვედრა განა სარგებელს მოუტანს ჩვენს ეკლესიას, არამედ სერიოზულად დააზიანებს მის ერთობას. ამ მდგომარეობიდან გამომდინარე, ასეთი შეხვედრა ფარავს (ხელს აფარებს) სხვა მიზნებს და სხვა მიზნებს ემსახურება, და არა ეკლესიის ერთობას, რომელიც გამოუსწორებლად დააზიანებს.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, მსოფლიო საპატრიარქო, როგორც მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის პირველსაყდარი, არის პასუხისმგებელი კანონიკურ წყობაზე და ასევე ეკლესიის სერიოზულ შედეგებზე ეკლესიის ერთობისათვის, რომლებიც გამოჩნდებიან, მიუხედავად იმისა, რომ ეს თქვენი ინიციატივა არ ეფუძნება კანონიკური წესს, თქვენი უნეტარესობის მიერ შემოთავაზებული შეხვედრის მოწყობა, ძმურად მოგიწოდებთ არ დარჩეთ ამ თქვენ ინიციატივაზე, თქვენი უნეტარესობის მიერ დაგეგმილ მწყემსმთავართა შეხვედრის შესახებ, რომელიც შესაძლოა უცოდინრობის გამო სხვა მიზნებს ემსაურებოდეთ, რომლებიც საუკუნეების განმავლობაში ცდილობენ დაამცირონ და წაართვან ის რაც მსოფლიო საპატრიარქოს ისტორიულად გააჩნია, აუცილებელია გქონდეთ შეგრძნება იმისა, რომ იმ დიდ ისტორიულ პასიხისმგებლობას რასაც თქვენს თავზე იღებთ, რაც მომავალში ეკლესიასა და ერზე აისახება.

ამ ყველაფრის შემდეგ განსაკუთრებით გემთხვევით, გემშვიდობებით უფლისმიერი სიყვარულითა და განსაკუთრებული


პატივისცემით2019 წლის 26 დეკემბერი


კონსტანტინოპოლელი ბართლომეოსი


Comments


bottom of page