top of page
Post: Blog2_Post
Writer's pictureThe Divine Science

მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვტილება უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის გადაცემის შესახებ

Updated: Jan 1, 2020

ჩვენს თვალწინ დაწერილი ისტორია (2018-2019 წ.)


ავტორი: ნიკოლოზ გურგენიძე


 

უკრაინის უწმინდესმა ავტოკეფალურმა ეკლესიამ აღიარების ტომოსი, საპატრიარქო განჩინება, მიიღო 2019 წლის 6 იანვარს. ეს იყო მეტად მნიშვნელოვანი მოვლენა მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიაში, როდესაც მისმა ყოვლადუწმინდესობამ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა წმინდა სინოდალურ მღვდელმთვრებთან და თანაშემწეებთან ერთად შეძლო გადაეჭრა პრობლემა, რომელიც 1686 წლიდან კიევის სამიტროპოლიტოს და უკრაინელ ერს მეტად აწუხებდა.

სტატია, სახელწოდებით „მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილება უკრაინის ეკლესიისათვის ავტოკეფალიის გადაცემის შესახებ“, იქნება ერთგვარი მცდელობა შეკრიბოს არსებული ინფორმაცია (ჯერჯერობით ამაზე ლიტერატურა არ არსებობს, ამის გამო მხოლოდ ინტერნეტ რესურსები იქნება გამოყენებული) ავტოკეფალიის გადაცემის პროცესის შესახებ, თუ როგორ ვითარდებოდა მოვლენები სულ რამდენიმე თვის წინ მართლმადიდებელ ეკლესიაში. წინ დაერთვება გარკვეული სახის შესავალი, რომელიც დეტალურად (შეძლებისდაგვარად) გადმოსცემს ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან მოვლენას.

ოთხი საუკუნის განმავლობაში მრავალი მცდელობა იყო უკრაინის (კიევის სამიტროპოლიტო) ეკლესია განთავისუფლებულიყო რუსეთის ეკლესიის ციხიდან და დაბრუნებოდა იმას, ვისაც ნამდვილად ეკუთვნოდა, მაგრამ ეს შეუძლებელი იყო, რადგან 1654 წლიდან უკრაინა (მაშინ მცირე რუსეთი) პოლიტიკურად მოექცა დიდი რუსეთის ფარგლებს შიგნით[1], ამის გამო საეკლესიო დამოუკიდებლობა წარმოუდგენელი გახდა. 1917 წლამდე, სანამ რუსეთის იმპერია არ დაინგრა, უკრაინამ ვერ შეძლო რაიმე სახის საეკლესიო დამოუკიდებლობა ჰქონოდა (იხ. საქართველოს ეკლესიის მაგალითი). მაშ ასე, 1917 წელს უკრაინაში იწყება საეკლესიო მოძრაობა დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბებისათვის, რომელიც სრულიად გამოყოფილი იქებოდა რუსეთისგან. ამ დროს უკრაინაში მღვდელმთვართა უმრავლესობა რუსი იყო, სწორედ ამის გამო 1918 წლის 9 ივნისს კიევში მოწვეულმა „პანუკრაინულმა“ საეკლესო კრებამ მკაცრად დაგმო ავტოკეფალიისკენ სწრაფვა და მოსკოვის საყდრიდან გამოყოფა. ეს გადაწყვეტილება რუსეთის ეკლესიის სინოდმა ამავე წლის 7/20 სექტემბერს დაამტკიცა. ამ გადაწყვეტილებამ დიდი უკმაყოფილება გამოიწვია საზოგადოებაში, რასაც კანონიკურ ეკლესიასთან კავშირის გაწყვეტა და მოსკოვიდან დამოუკიდებელი ეკლესიის ჩამოყალიბება მოჰყვა[2]. არსებული პრობლემების გამო დიდხანს ვერ შეძლო არსებობა და მალევე დაიშალა. 1938-1941 წლებიდან როდესაც საბჭოთა კავშირმა უკვე უკრაინის ტერიტორია დაიკავა და პოლიტიკური ანექსია მოხდა, ამას, რა თქმა უნდა, საეკლესიო ანექსიაც მოჰყვა, უკვე შეუძლებელი იყო ძლიერი ეკლესიის დაარსება, რომელიც მომავალში მოსკოვს იძულებულს გახდიდა ეღიარებინა უკრაინის ეკლესია. 1991 წლიდან უკვე უკრაინა კვლავ პოლიტიკურ დამოუკიდებლობას ჰპოვებს, რასაც მაშინვე მოჰყვა საეკლესიო მოძრაობის გამოჩენა ავტოკეფალური ეკლესიის დაარსების მოთხოვნით. ამავე წლის 1-3 ნოემბერს, კიევის მაშინდელმა ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა ფილარეტმა (დენისენკომ), რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს დაქვემდებარებაში შედიოდა, კიევ-პეჩორის ლავრაში გაფართოებული კრება მოიწვია და მოსკოვის საპატრიარქოს მოთხოვნით მიმართა: „კრების მონაწილეებმა, რომლებიც გახლავთ უკრაინელი ეპისკოპოსების, კლირიკოსების, მრევლის, მონასტრებისა და რელიგიური სკოლების წარმომადგენლები, ერთხმად გადაწყვიტეს თქვენს უწმინდესობას და რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის იერარქიას გაუგზავნოს მიმართვა თხოვნით სრული საეკლესიო დამოუკიდებლობის გადმოცემაზე, ესე იგი ავტოკეფალიაზე, რათა გაადვილდეს უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის აღიარება სხვა დანარჩენი ადგილობრივი ეკლესიების მიერ, როგორც თანაბარი და ეკლესია მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახში, რაც ხელს შეუწყობს კიევის საპატრიარქოს დაარსებას აღმოსავლეთის დანარჩენი პატრიარქებისა და ადგილობრივი ეკლესიების მწყემსმთავრების მიერ[3]“. ამას მოსკოვის მხრიდან არანაირი სახის გამოხმაურება არ მოჰყვა. 1992 წლის 22 იანვარს კიევის მიტროპოლიტმა ფილარეტმა კვლავ მოიწვია გაფართოებული კრება და მეორეჯერ მიმართა, მაგრამ მოსკოვმა კვლავ არ დააკმაყოფილა მოთხოვნა უკრაინელ მღვდელმთვართა მხრიდან. ამის გამო, კიევის ეგზარქოსი მოსკოვში დაიბარეს და აიძულეს ხელი მოეწერა ტახტიდან გადადგომის თაობაზე, მიტროპოლიტმა ფილარეტმა კი ამაზე უარი განაცხადა და აღნიშნა, რომ კიევში დაბრუნებისთანავე ის მრევლს განუცხადებდა გადადგომას, მაგრამ ის ასე არ მოიქცა, რასაც უკრაინის საეგზარქოსოში მღვდელმთავრების აჯანყება მოყვა და 1992 წლის 27 მაისს ხარკოვში მოწვეული კრების განჩინების თანახმად ტახტიდან გადააყენეს და სასულიერო ხარისხიდან განკვეთეს. ფილარეტმა მაშინვე უკრაინაში უკვე არსებულ „კიევის საპატრიარქოს“ შეაფარა თავი, სადაც მოგვიანებით, უშუალოდ „კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქად“ იქნა არჩეული. მან დაიწყო არაღიარებული ეკლესიის აღორძინება და მრევლის შემოკრება. უკრაინაში პარალელურად არსებობდა კიდევ ერთი არაღიარებული „უკრაინული ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“,რომლის მეთაური ბოლოს მიტროპოლიტი მაკარი (მელეტიჩი) იყო. ორივე ეკლესიის მიზანი იყო აღიარება მოეპოვებინათ და შეერთებოდნენ წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა ოჯახს. მოსკოვის მხრიდან ეს შეუძლებელი იქნებოდა, ამიტომ მათ გეზი მსოფლიო საპატრიარქოსკენ აიღეს. ამ პერიოდში „ავტოკეფალისტურ მოძრაობას“ ასევე მხარდაჭერა უკრაინის სახელმწიფოდანაც ჰქონდა და ეს ყველაფერს აადვილებდა.

კრიზისი მოსკოვსა და მსოფლიო საყდარს შორის უფრო და უფრო ღრმავდებოდა. მსოფლიო საპატრიარქომ მოსკოვის ეკლესიას შესთავაზა, შექმნილიყო კომისია, რომელიც უკრაინის საეკლესიო საკითხის გადაჭრაზე იმუშვებდა, მართლაც ეს კომისია შეიქმნა, მაგრამ მოსკოვის მხრიდან მუდმივად საკითხის გაჯანჯლება და დაბლოკვა ხდებოდა[4]. მსოფლიო საპატრიარქომ კი მრავალწლიანი ლოდინის შემდეგ გადაწყვიტა მარტო დაეძრა ეს საკითხი. 2008 წელს მსოფლიო საპატრიარქომ გადაწყვიტა ეს საკითხი საბოლოოდ გადაეჭრა, უკრაინის მღვდელმთავრებსა და სახელმწიფოს წარმომადგენლებთან[5] მოლაპარაკებების შემდეგ, ფანარმა მოამზადა ტომოსი, რომელიც უნდა მიეღო ეკლესიას, რომლის მწყემსმთავარი ხარისხში აღდგენილი მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) იქნებოდა. 2008 წლის 25 ივლისს მსოფლიო პატრიარქი კიევს ეწვია, ეს იყო პერიოდი როდესაც მსოფლიო საყდარსა და მოსკოვს შორის უკვე დაძაბული ურთიერთობა იყო. ვიზიტის მიზეზი კიევის გაქრისტიანების 1020 წლის იუბილე იყო, სადაც მოსკოვის პატრიარქი მოწვეული არ იყო. კიევში ჩასულმა მსოფლიო პატრიარქმა აეროპორტიდანვე განაცხადა: „ჩამოვედით, რომ ყველამ ერთად ვილოცოთ უკრაინის მართლმადიდებელთა ერთობისათვის ერთ ეკლესიაში, თქვენი ერის ეკლესიაში, თქვენი ქვეყნის ეკლესიაში, როგორც მშვიდობის, ერთობის, გაგების,შეროგებისა და თავისუფლების ანგელოზნი[6]“. ეს იყო მესიჯი მსოლფიო პატრიარქისგან, რომელიც მეტად გამაღიზიანებელი აღმოჩნდა მოსკოველთათვის. მოსკოვის პატრიარქ ალექსის სქიზმის მოწყობის მუქარის მიუხედავად, პატრიარქი ბართლომეოსი კიევში ჩავიდა. მსოფლიო პატრიარქის ვიზიტს უკრაინაში დიდი სიხარულით შეხვდა უკრაინელი ერი, მცხუნვარე მზის ქვეშ, დაახლოებით 30 კილომეტრის მანძილზე ხალხი ქვეყნის დროშებით ეგებებოდნენ, ბორისპილის აეროპორტიდან ქალაქის ცენტრამდე. 48 საათში მოსკოვის პატრიარქმა ალექსი მეორემ ეკლესიათა მწყემსმთავრებს დაუგზავნა ეპისტოლეები, სადაც აფრთხილებდა კიევში არ ჩასულიყვნენ, რადგან ეს იუბილე უკრაინის პრეზიდენტისა და სქიზმატური ეკლესიათა მეთაურების მიერ ორგანიზებული იყო, ეპისტოლეში კი მსოფლიო პატრიარქს ირიბად სქიზმატებთან კავშირში სდებს ბრალს. მაშინ ათენის მთავარეპისკოპოსმა მოიწვია წმინდა სინოდის სხდომა ამ საკითხის განსახილველად. მოსკოვის მუქარის მიუხედავად, ათენის მთავარეპისკოპოსი იერონიმე კიევში ჩადის[7]. ხალხთან შეხვედრისას მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა აღნიშნა: „ჩვენ მოვდივართ კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის საყდრიდან, რომელიც ათი საუკუნის წინ იყო და დღემდე ასე რჩება. ის არის დედა, რომელიც მუდამ თქვენზე ფიქრობს, უყვარხართ, რომელსაც უხარია თქვენი ბედნიერება და წუხს თქვენს უბედურებას“. მაშინ უკრაინის ეგზარქოსმა ვლადიმირმა მსოფლიო პატრიარქს უთხრა: „უკრაინის ეკლესიის პრობლემები კანონიკური სამართლის მიხედვით უნდა გადაწყდეს“, მსოფლიო პატრიარქმა კი მიუგო: „მიხარია, რომ ამ საკითხს შეეხეთ და ვისურვებ ეს ეკლესიის კანონიკური წესის მიხედვით მოხდეს. გთხოვთ გვიყუროთ, როგორც მშვიდობის ანგელოზებსა და გულწრფელ ძმებს[8]“. მიუხედავად ორ ეკლესიას შორის არსებული კრიზისისა, მსოფლიო პატრიარქმა ტელევიზიის მეშვეობით ოფიციალურად მოიწვია მოსკოვის პატრიარქი ვლადიმირის გორაზე მსახურებაში მონაწილეობის მისაღებად, რადგან ოფიციალურად ის არ იყო მოწვეული საიუბილეო დღესასწაულზე. ამ შეხვედრას მალევე მოსკოვის პატრიარქი ალექსიც შემოუერთდა, იმის შიშით, რომ არ მომხდარიყო „სქიზმატურ ეკლესიათა“ აღიარება[9]. ვითარება მეტად დაძაბული იყო, არავინ არ იცოდა თუ რას იზამდა მსოფლიო პატრიარქი, აღიარებდა თუ არა „სქიზმატებს“, რადგან ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილი იყო შეხვედრა არაღიარებული ეკლესიების წარმომადგენლებთანაც[10], მაგრამ ეს ჩაიშალა და ამან კრიზისი ჩააცხრო, ურთიერთობები ფანარსა და მოსკოვს შორის დათბა, რამაც ათი წლით გადადო ავტოკეფალიის გადაცემის პროცესი.

2018 წელს მსოფლიო საპატრიარქომ უკრაინის ავტოკეფალიის პროცესი კვლავ დაძრა. ეს კი მაშინ დაიწყო, როდესაც უკრაინის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო 9 აპრილს მსოფლიო საყდრას ესტუმრა. მას თან ახლდნენ: უკრაინის პრემიერ-მინისტრი გენადი ზუბკო, საგარეო საქმეთა მინისტრი ვალო კლიმკინი, უკრაინის ელჩი ანკარაში ანდრეი სუბია და მათი თანაშემწეები. მსოფლიო საპატრიარქს კი თან ახლდნენ: პერგამოს მიტროპოლიტი იოანე (ზიზიულასი), პრუსის (ბურსას) მიტროპოლიტი ელპიდოფოროსი, ზმირნის (იზმირის) მიტროპოლიტი ბართლომეოსი, ტელმისოს მთავარეპისკოპოსი იობი და წმინდა სინოდის მდივანი არქიმანდრიტი იოაკიმე. შეხვედრისას მხარეებმა ზოგად საკითხებზე იმსჯელეს და არ შეხებიან უკრაინის ავტოკეფალიის საკითხს[11]. 14 აპრილს მსოფლიო პატრიარქს ტელეფონზე დაუკავშირდა მოსკოვის პატრიარქი კირილე, რომელმაც აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, მაგრამ უცნობია იმსჯელეს თუ არა უკრაინის საკითხზე[12].

2018 წლის 19 აპრილს მსოფლიო საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის სხდომა პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით. სინოდის გადაწყვეტილება პირდაპირ ნიშნავდა მოსკოვის საპატრიარქოსთვის ომის გამოცხადებას. მაშ, განჩინებაში წერია: „ღვთიურ და წმინდა კანონების, ისევე როგორც მრავალსაუკუნოვანი საეკლესიო წესისა და წმინდა ტრადიციის შესაბამისად, მსოფლიო საპატრიარქო, რომელსაც გააჩნია მართლმადიდებელ ეკლესიის ერთობის შენარჩუნებაზე მზრუნველობა, განსაკუთრებით კი უკრაინელი ერის ქრისტიანული სარწმუნოებისა და ნათლობის გადასარჩენად, როგორც დედა ეკლესია, მან შეისწავლა უკრაინაში არსებული საეკლესიო ვითარების საკითხები, ისევე როგორც წინა სინოდური სესიების დროს, და მიიღო თხოვნა საეკლესიო და სამოქალაქო ხელისუფლებისგან, რომლებიც წარმოადგენენ მილიონობით უკრაინელ მართლმადიდებელ ქრისტიანთა პეტიციას, სადაც ითხოვენ ავტოკეფალიის მინიჭებას. ამრიგად, გადაწყვიტა, ყველა მართლმადიდებელ ადგილობრივ ეკლესიას ამცნოს ამის შესახებ[13]“. მოსკოვისთვის ეს დიდი დარტყმა იყო, ამ გადაწყვეტილებას არავინ ელოდებოდა.

11 ივნისს მსოფლიო პატრიარქმა საღმრთო ლიტურგიის შემდეგ მრევლს მიმართა: „როდესაც რომელიმე ჩვენი ძმა წარმოადგენს სქიზმატს თუ ერეტიკოსს, მით უმეტეს, როდესაც მთელი ერი, მილიონობით ადამიანი, სქიზმის გამო კანონიკური ეკლესიის გარეთ იმყოფება, მაშინ ჩვენ ყველა დაუყონებლივ მოწოდებულნი ვართ ყოველგვარი შეყოვნების გარეშე, სულიერი მღვიძარებით უნდა დავიწყოთ ამ პრობლემის გადაჭრა. სქიზმის არსებობა არ წარმოადგენს კონკრეტული ერის მიტოვების მიზეზს, რადგან გაგვაჩნია ვალდებულება ღმერთის და ისტორიის წინაშე, რადგან გაერთიანების გზების პოვნა წარმოადგენს მაცხოვნებელ საქმეს. მოციქულებრივ ღვაწლს სჩადის დედა ეკლესია, როდესაც უკრაინელი და სკოპიანელი ძმების ხსნის საკითხს განიხილავს. ჩვენს დიდ ვალდებულებას წარმოადგენს ყოველი ერი მოვიყვანოთ ეკლესიის ჭეშმარიტებისა და კანონიკურობისაკენ[14]“. მოსკოვის ეკლესიამ მაშინვე დაავალა უკრაინის საეგზარქოსოს ფანარში გაეგზავნა წარმომადგენლობა, რომ მსოფლიო პატრიარქი გადაერწმუნებინათ არ მიეღო გადაწყვეტილება ავტოკეფალიის გადაცემის შესახებ. მართლაც, 23 ივნისს უკრაინიდან სტამბულში გაემგზავრა შვიდ კაციანი დელეგაცია: ოდესას მიტროპოლიტი აღათანგელოსი, დონეცკისა და მარიუპოლის მიტროპოლიტი ილარიონი, გოროდოკის მიტროპოლიტი თეოდორე, ბორისპილის მიტროპოლიტი ანტონი, პროტოპრესვიტერი ნიკოლაი დანილევიჩი და უკრაინის პარლამენტის წევრი ვადიმ ნოვიცკი. მსოფლიო პატრიარქს შეხვედრისას თან ახლდნენ: პერგამოს მიტროპოლიტი იოანე, საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი, ზმირნის მიტროპოლიტი ბართლომეოსი, დიდი არქიმანდრიტი ბესარიონი (როგორც თარჯიმანი) და დიდი სინგელოსი ამბროსი. შეხვედრისას მხარეებმა უკრაინაში არსებულ ვითრებაზე იმსჯელეს, მსოფლიო პატრიარქმა კი აღნიშნა, რომ ამ ვითრების გამოსწორების ერთადერთი გამოსავალი არის ავტოკეფალიის გადაცემა[15]. რადგანაც მოსკოვის ეკლესიის წარმომადგენლებმა ვერაფერი შეძლეს, პატრიარქ კირილეს ერთადერთი გამოსავალი რჩებოდა, უშუალოდ თვითონ ჩასულიყო ფანარში და მსოფლიო პატრიარქი დაერწმუნებინა არ გადაედგა ეს ნაბიჯი. მართლაც, 5 აგვისტოს მსოფლიო საპატრიარქო ავრცელებს განცხადებას, სადაც იუწყება მოსკოვის პატრიარქის ოფიციალური ვიზიტის შესახებ ფანარში, რომელიც 31 აგვისტოს შედგებოდა[16].

ივლისის 25-ში დაგეგმილი იყო დიდი სადღესასწაულო იუბილე უკრაინის გაქრისტიანებასთან დაკავშირებით, სადაც უკრაინის პრეზიდენტმა კიევში ოფიციალურად მიიწვია მსოფლიო პატრიარქი ბართლომეოსი, მაგრამ მან საჭიროდ არ ჩათვალა იქ ამ პერიოდში ჩასვლა და ამის გამო კიევში სამკაციანი დელეგაცია გააგზავნა, თავმჯდომარედ კი საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი იქნა დადგენილი. კიევ-პეჩორის ლავრაში უკრაინის ეგზარქოსის მსახურებაზე ყველა მსოფლიო საპატრაირქოს დელეგაციას ელოდებოდა, მაგრამ მათ არ მიიღეს მონაწილეობა ამ მსახურებაში, მიუხედავად იმისა, რომ 24 ივნისს ბორისპილის მიტროპოლიტმა ანტონიმ მსოფლიო პატრიარქს ოფიციალური მოწვევა გადასცა[17]. ვლადიმირის გორაზე გამართულ შეხვედრაზე კი დელეგაცია სრული შემადგენლობით წარსდგა, სადაც უკრაინაში არსებული ყველა ქრისტიანული ეკლესიის წარმომადგენელი იყო, მათ შორის მიტროპოლიტი ონუფრეც. საფრანგეთის მიტროპოლიტმა ემანუელმა პატრიარქის წერილი წაიკითხა, სადაც ხაზი „დედა ეკლესიის“ როლსა და მის მზრუნველობას უკრაინელი ერის მიმართ ესმეოდა[18].

პატრიარქის მოთმინებას საზღვარი აღარ გააჩნდა, 27 ივლისს ადგილობრივ ეკლესიათა წარმომადგენლებთან შეხვედრისას თქვა: „რუსეთის ეკლესია წმინდა კანონების დაურღვევლად აღნიშნავს, რომ არასოდეს შეეგუება ჩამოშორდეს დნიპროს ემბაზს, საიდანაც მისი ტრადიცია მოდის. უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ჩამოშორება მოსკოვის საპატრიარქოდან ეკლესიას პანორთოდოქსულ განადგურებამდე მიიყვანს[19]“. მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან, როგორც ყოველთვის, არანაირი სახის განცხადება არ მოჰყოლია. ამავე დღეს კიევში მსოფლიო საყდრის წარმომადგენლობა ხვდება უკრაინის პრეზიდენტს, სადაც მიტროპოლიტმა ემანუელმა აღნიშნა: „უკრაინისთვის ეს არის ისტორიული მომენტი, რადგან უკვე დაიწყო ავტოკეფალიის გადაცემის პროცესი. კიევი მუდამ მსოფლიო საპატრიარქოს ომოფორ ქვეშ იყო, ამის ყველა დამადასტურებელი დოკუმენტი გვაქვს“. აქვე აღნიშნა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს გადაწყვეტილებით, მისი წარმომადგენლები ადგილობრივ ეკლესიებს ეწვევიან, სადაც შეატყიბინებენ და მიაწვდიან ზუსტ ინოფრმაციას ამ პროცესის შესახებ[20].

პარასკევს, 31 აგვისტოს დილას, მოსკოვის პატრიარქი მსოფლიო საყდარს ეწვია. თან ახლდნენ ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, პროტოპრესვიტერი ნიკოლაი ბალაშოვი და მღვდელი ანატოლი ჩურიაკოვი. პატრიარქ კირილეს აეროპორტში საპატრიარქოს წარმომადგენლები დახვდნენ. საჯარო შეხვედრის შემდეგ მსოფლიო პატრიარქის კაბინეტში გაიმართა დახურული შეხვედრა, პატრიარქების გარდა იქ იმყოფებოდნენ ასევე საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი და ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი. საუბარი დაახლოებით ორსაათნახევარი გაგრძელდა. საუბრისას მსოფლიო პატრიარქმა მოსკოვის პატრიარქს პირადადაც დაუდასტურა, რომ უკვე გადაწყვეტილი იყო უკრაინის ეკლესიის დაარსება და მასზე ავტოკეფალიის გადაცემა[21], პატრიარქმა კირილემ კი თქვა: „თუ ფანარი უკრაინის ეკლესიას ავტოკეფალიას გადასცემს, მაშინ მართლმადიდებლობის ერთობა საფრთხის ქვეშ დადგება, არ იქნება გამორიცხული სქიზმა“, მსოფლიო პატრიარქმა კი უპასუხა: „არავის არ ვემუქრებით და ვერც ვერავინ დაგვემუქრება. არც ფული გვაქვს, არც ჯარი, არც ძალა, მაგრამ მხოლოდ ღმერთის გვეშინია[22]“. მოსკოვის საპატრიარქოდან გაჟღერებულ მუქარებს კი მსოფლიო საპატრიარქოს მღვდელმთავარმა, ტელმისოს მთავარეპისკოპოსმა იობმა მოკლედ უპასუხა: „მოსკოვის საპატრიარქოს წარმომადგენლებიდან წამოსული ყველა ის მუქარა თითქოს მოხდება სქიზმა, როგორც მართლმადიდებლობასა და კათოლიციზმს შორის და ის შანტაჟები კონსტანტინოპოლთან კავშირის გაწყვეტისა სრულიად უსარგებლოა[23]“.

7 სექტემბერს მსოფლიო პატრიარქის გადაწყვეტილებით უკრაინაში დაინიშნა ორი საპატრიარქო ეგზარქოსი, პამფილიის მთავარეპისკოპოსი დანიელი (უკრაინელი ამერიკიდან) და ედმონტონის ეპისკოპოსი ილარიონი (უკრაინელი კანადიდან). მათ დაევალათ უკრაინაში გამგზავრება და ყველა წვრილმანის შესწავლა, რათა წინ წაწეულიყო ავტოკეფალური ეკლესიის დაარსების პროცესი. ისინი უნდა შეხვედროდნენ სამივე ეკლესიის წარმომადგენლებს (მოსკოვის საეგზარქოსო, „კიევის საპატრიარქო“ და „უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია“) და გაემართათ დიალოგი მიმდინარე პროცესების შესახებ[24]. მოსკოვის პასუხმა არ დააყოვნა და 14 სექტემბრის წმინდა სინოდის სხდომის გადაწყვეტილებით შეწყვიტა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება, მაგრამ ხაზი გაუსვა, რომ ეს არ ნიშნავს ევქარისტიის გაწყვეტას. ასევე გადაწყდა გაიგზავნოს ეპისტოლე ყველა ადგილობრივ ეკლესიის მწყემსმთავრის მისამართით, არსებული ვითარების გამო. მოსკოვს დიდი იმედები ჰქონდა, რომ ავტოკეფალიის გადაცემის პროცესი ჩაიშლებოდა.

9 დან 11 ოქტომბრამდე მსოფლიო საპატრიარქოში შედგა წმინდა სინოდის სხდომა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის თავმჯდომარეობით. კრებას ასევე ესწრებოდნენ უკრაინაში ორი წარგზავნილი საპატრიარქო ეგზარქოსიც. 11 ოქტომბერს მსოფლიო საპატრიარქომ გამოსცა ოფიციალური განცხადება:

„წმინდა სინოდმა გადაწყვიტა:

1. განაახლოს უკრაინის ეკლესიაზე ავტოკეფალიის გადაცემის გადაწყვეტილება,

2. კიევში აღადგინოს მსოფლიო საპატრიარქოს იმ მრავალთაგან ერთ-ერთი სტავროპიგია,

3. კონსტანტინოპოლის პატრიარქზე კანონიკური უფლებების მიხედვით, როგორიცაა აპელაცია, მიიღოს ფილარეტ დენისენკოს და მაკარი მელეტიჩის და მათ თანა სქიზმაში მყოფთა განცხადება (არა დოგმატური მიზეზების გამო) სამღვდელმთავრო თუ სამღვდლო ხარისხებში აღდგენისა და კანონიკურ ეკლესიაში მიღების შესახებ,

4. გააუქმოს 1686 წლის სინოდალური წერილი, რომლის მიხედვითაც, იკონომიის დაშვებით მოსკოვის პატრიარქს აძლევდა უფლებას მაშინდელი კიევის გაფართოებული კრების მიერ გამორჩეული კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმისა, რომელიც ვალდებული იყო მოეხსენიებინა მსოფლიო პატრიარქის სახელი („პირველად მოიხსენე უფალო...“), როგორც მასზე კანონიკურად დაქვემდებარებული.

5. გაიგზავნოს მოწოდება ყველა მიმართულებით შეწყდეს ტაძრების, მონასტრებისა და სხვა ქონების შელახვა ან წართმევა, რათა დამყარდეს ქრისტესმიერი სიყვარული და მშვიდობა[25]“.

აუცილებლობას მოითხოვს ამ განცხადების განმარტება, რათა უფრო უკეთ გასაგები გახდეს თუ რა მოხდა მსოფლიო საყდრის ამ გადაწყვეტილებით. სინოდალური განჩინების მეორე პუნქტი ეხება სტავროპიგიის აღდგენასა და არა დაარსებას. როგორც უკვე მრავალი სტატია დაწერილა ქართველი თეოლოგების, ისტორიკოსებისა თუ თეოლოგიის სტუდენტების მიერ, საეკლესიო ისტორიულ წყაროებზე დაყრდნობით, მსოფლიო საპატრიარქოს არასოდეს გადაუცია არავისთვის კიევის სამიტროპოლიტო, აქედან გამომდინარე მას უკრაინის ტერიტორიზე მრავალი სტავრიპიგიალური მონასტერი ან კიდევ სამრევლო გააჩნდა. ასე იყო კიევში, ლვივში (ლვოვში) თუ სხვა დიდ ქალაქებში. პრესაში იწერებოდა, რომ მსოფლიო საპატრიარქოს მიერ სტავროპიგიის აღდგენა უკრაინაში ნიშნავს ეგზარქოსის დანიშვნას, რომელიც გააკონტროლებს ავტოკეფალურ ეკლესიას, სინამდვილეში კი ეს გადაწყვეტილება მხოლოდ ისტორიული წარსულიდან გამომდინარე იქნა მიღებული, რის მიხედვითაც, კიევში იარსებებდა მსოფლიო საპატრიარქოს მუდმივი წარმომადგენელი, ეკლესიის ერთობის გასამტკიცებლად ორ ადგილობრივ ეკლესიას შორის. ეს სისტემა სულაც არ არის ახალი, ძველადაც არსებობდა და ახლაც არსებობს, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის შემთხვევაში, ჩვენ ყველასთვის ცნობილი „ჯვრის მონასტერი“ მცხეთაში, წარმოადგენდა იერუსალიმის საპატრიარქოს სტავროპიგიას ივერიაში, სადაც ამ ეკლესიის მუდმივი წარმომადგენელი იყო, ასევეა დღეს კონსტანტინოპოლში იგივე ეკლესიის სტავროპიგია, ასევე კვიპროსზე, რუსეთში ანტიოქიის საპატრიარქოს სტავროპიგია და ა.შ. ამ სისტემის დღეს მოშველიება მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ იქნება მეტად მნიშვნელოვანი, ყველა ადგილობრივმა ეკლესიამ სხვა ადგილობრივ ეკლესიებში გააგზავნოს მუდმივი წარმომადგენლობა მართლმადიდებელთა ერთოანობის გასამყარებლად და განსამტკიცებლად, როგორც ეს ადრე ხდებოდა. სინოდალური განჩინების მესამე პუნქტში მსოფლიო საყდრის წმინდა სინოდმა, პატრიარქზე მინიჭებული უფლება აპელაციის შესახებ გამოიყენა, რათა უკრაინაში მოსკოვის ეკლესიის მიერ განკვეთილი სასულიერო პირები აღედგინა მათი მოთხოვნის შესაბამისად. ამის მრავალი ფაქტი არსებობს საეკლესიო ისტორიაში, როდესაც მსოფლიო საპატრიარქო განკვეთილ და ანათემაზე გადაცემულთ ეკლესიაში იღებდა, ასევე, აქვე მოხდა მათი სასულიერო ხარისხების აღიარება წმინდა კანონებზე დაყრდნობით და საეკლესიო იკონომიის დაშვებით, ადამიანთა სულის საცხონებლად და ეკლესიის საკეთილდღეოდ[26]. მაშ ამ განჩინებით საეკლესიო ხარისხში მოხდა აღდგენა ორი ყოფილი, დღეს უკვე კანონიკური მღვდელმთავრების კიევის ყოფილი მიტროპოლიტ ფილარეტ დენისენკოსი და ლვივის (ლვოვის) მიტროპოლიტ მაკარი მელეტიჩისა, მაგრამ ასევე მათ მიერ სქიზმაში ხელდასხმულების აღიარება. მეოთხე და ყველაზე მნიშვნელოვანი პუნქტი რომელიც იქნა შეტანილი განჩინებაში ეხება 1686 წლის მსოფლიო პატრიარქ დიონისე მეოთხეს წერილის გაუქმებას. აღსანიშავია ის ფაქტი, რომ ეს უკანასკნელი არ წარმოადგენდა სინოდალურ დადგენილებას, არამედ მხოლოდ საპატრიარქო წერილს, რომლის მიხედვითაც, მრავალი ზეწოლის შემდეგ (რუსებისგან და ოსმალებისგან) მოსკოვმა მსოფლიო პატრიარქს აიძულა შეედგინა მსგავსი სახის ეპისტოლე რათა გაემართლებინა კიევის მიტროპოლიტ გედეონის არაკანონიკური არჩევა და ხელდასხმა მსოფლიო პატრიარქის გარეშე. ამის თანახმად პატრიარქი მოსკოველს აძლევდა უფლებას მოეხდინა კიევის ადგილობრივი კრების მიერ არჩეული მიტროპოლიტის ხელდასხმა, აქვე განისაზღვრა პირობა, რის დაუცველობის შემთხვევაშიც წერილი ავტომატურად ძალას დაკარგავდა. ეს პირობა შეეხებოდა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებას მსახურებებში, როგორც კიეველის კანონიკური ეპისკოპოსი და სულიერი თავი. რუსეთის სამეფოს და ეკლესიის ძალისხმევით ეს პირობა რამდენიმე წელში ირღვევა და კიევის სამიტროპოლიტო ნელ-ნელა მსოფლიო საყდარს შორდება. ამაზე რეაგირება ფანარს ჰქონდა, მაგრამ უძლური იყო შეეჩერებინა რუსეთის ეკლესიის და მთავრობის ერთობლივად „შეკერილი“ საქმე და ბრძოლა ფანარის წინააღმდეგ შეეჩერებინა. 2018 წელი კი სწორედ ის დრო აღმოჩნდა, როდესაც კონსტანტინოპოლს გააჩნდა უნარი და ძალა წინააღმდეგობა გაეწია. მართლაც, 1686 წლის ეპისტოლეს გაუქმებით მან ოფიციალურად გამოაცხადა მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციის აღდგენა უკრაინაში, ხოლო იქ მყოფი ყველა კანონიკური და არაკანონიკური სასულიერო პირი ავტომატურად დე ფაქტოდ მსოფლიო საპატრიარქოს დაექვემდებარნენ და მოსკოვის ეკლესიამ მიტაცებულ ტერიტორიაზე კანონიკური უფლება და ძალა დაკარგა.

მოსკოვიდან პასუხმა არ დააყოვნა და 18 ოქტომბერს მოსკოვის საპატრიარქოს სინოდმა გამოსცა ვრცელი განჩინება, სადაც ოფიციალურად გაწყვიტა ევქარისტიული და ყველანაირი კავშირი მსოფლიო საპატრიარქოსთან[27]. მსოფლიო საპატრიარქო კი უკან არ იხევდა და ცდილობდა დაწყებული საქმე ბოლომდე მიეყვანა.

3 ნოემბერს მსოფლიო საპატრიარქოს ოფიციალური ვიზიტით კვლავ ეწვია უკრაინის პრეზიდენტი, სადაც მსოფლიო საპატრიარქოსა და უკრაინის სახელმწიფოს შორის გაფორმდა ერთობლივი შეთანხმება თანამშრომლობის შესახებ, რომელიც მოიცავდა ავტოკეფალიის გადაცემის პროცესს. ამ შეხვედრაზე მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა: „ამ ავტოკეფალიას, რომელსაც ასე გულმხურვალედ და ნოსტალგიით ელოდებოდით მრავალი წლის განმავლობაში, შემიძლია ვთქვა საუკუნეების განმავლობაშიც, არის თქვენი უფლება. როგორც ეს აღმოსავლეთ ევროპის თუ ბალკანეთის სხვა ხალხებისთვისაც და იმათთვისაც, რომლებმაც კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიიდან მიიღო ავტოკეფალია, იყო მათი უფლება. მსოფლიო საპატრიარქოს კი გააჩნია განსაკუთრებული უფლება, წმინდა კანონების მიხედვით, გადასცეს ავტოკეფალია როცა საჭიროდ ჩათვლის და ვითარება მოითხოვს[28]“. დღის წესრიგში იდგა ერთი მეტად მნიშვნელოვანი საკითხი, თუ ვის გადასცემდა მსოფლიო საპატრიარქო ავტოკეფალიის ტომოსს. იწერებოდა მრავალი სტატია, აკეთებდნენ განცხადებებს. მსოფლიო საყდარმა კი გადაწყვიტა შემდეგნაირად მოქცეულიყო, საპატრიარქო ეგზარქოსებს დაავალა დაერწმუნებინა სამივე მხარე გაერთიანებულიყვნენ და ყველას ერთად აერჩია ეკლესიის მწყემსმთვარი, ანუ უკრაინაში დაარსდებოდა ახალი ავტოკეფალური ეკლესია, რომელშიც გაერთიანდებოდა სამივე ეკლესიის წარმომადგენელი, მანამდე კი მოხდებოდა მწყემსმთავრის არჩევა. მართლაც, 19 ნოემბერს მსოფლიო საპატრიარქომ გააკეთა ოფიციალური განცხადება სადაც აღინიშნა, რომ დეკემბერში ფანარი მოიწვევდა გამაერთიანებელ კრებას კიევში და სწორედ იქ მოხდებოდა ახალი მწყემსმთავრის არჩევა, ზუსტი თარიღი კი წმინდა სინოდის სხდომაზე გადაწყდებოდა[29]. უკრაინაში მაშინვე დაიწყო საუბარი ვინ იქნებოდა ახალი ავტოკეფლაური კანონიკური ეკლესიის მწყემსმთავარი. ამავე დღეს კიევის ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტი (დენისენკო) აკეთებს განცხადებას, სადაც აღნიშნავს, რომ მადლობელია ეპისკოპოსების მხარდაჭერისა და ნდობის გამო, მაგრამ წამოაყენებს თუ არა მის კანდიდატურას ამას გამაერთიანებელ კრებაზე იტყოდა[30]. 1 დეკემბერს ლვივის (ლვოვის) ყოფილმა მიტროპოლიტმა მაკარიმ (მელეტიჩი) განაცხადა, რომ მან თავისი კანდიდატურა მოხსნა და აღნიშნა, რომ მას მსოფლიო პატრიარქისგან არ ჰქონდა კურთხევა საკუთარი კანდიდატურის წამოყენებისათვის[31].

23 ნოემბერს მსოფლიო პატრიარქი გაემგზავრა რუმინეთში პატრიარქ დანიელთან და წმინდა სინოდის წევრებთან შეხვედრისათვის. 24 ნოემბერს რუმინეთის პატრიარქმა მოიწვია წმინდა სინოდის კრება, სადაც მსოფლიო პატრიარქი და მისი დელეგატებიც დაესწრებოდნენ. პატრიარქმა ბართლომეოსმა იქ მყოფ მღვდელმთავრებს სიტყვით მიმართა, სადაც წმინდა და დიდ კრებასა და უკრაინის ავტოკეფალიაზე ისაუბრა[32]. რამდენიმე დღეში, ამავე თვის 29 რიცხვში მსოფლიო პატრიარქი იწვევს წმინდა სინოდს, რათა საბოლოოდ შეედგინათ უკრაინის ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულება[33], რომელიც დამტკიცდებოდა დეკემბრის თვეში დაგეგმილ გამაერთიანებელ კრებაზე.

1 დეკემბერს მსოფლიო პატრიარქი უკრაინელ მღვდელმთვრებს უგზავნის მოწვევას, სადაც აღნიშნავს, რომ გამაერთიანებელი კრება ჩატარდებოდა კიევის აია სოფიას (წმინდა სიბრძნის) ტაძარში 15 დეკემბერს, შაბათ დღეს, აუცილებელი იქნებოდა ერთი მღვდლის და ერთი ბერის ან ერისკაცის კრებაზე წაყვანა, სადაც მოხდებოდა მართვა-გამგეობის დებულების დამტკიცება და მწყემსმთავრის არჩევა, რასაც შემდეგ უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალურად გამოცხადება მოჰყვებოდა. ამ კრებას თავმდჯომარეობას კი საფრანგეთის ყოვლადუსამღვდელოესი მიტროპოლიტი ემანუელი გაუწევდა, მონაწილეობას ასევე მიიღებდნენ მსოფლიო საყდრის უკრაინაში წარგზავნილი ეგზარქოსები და ქვეყნის პრეზიდენტი პეტრო პოროშენკო. ბოლოს კი მსოფლიო პატრიარქი წერილში გამოთქვამს სურვილს, რომ ეპისტოლეს მიმღები დათანხმდებოდა მოწვევას და კრებაში მონაწილეობას მიიღებდა სქიზმის განსაკურნებლად და ეკლესიის საკეთილდღეოდ[34]. 6 დეკემბერს კიევის ყოფილმა მიტროპოლიტმა მოიწვია კრება რომელმაც დაადგინა: „ა) კიევის საპატრიარქო საბოლოო პასუხს 13 დეკემბერს დააფიქრისებს, ბ) 13 დეკემრამდე პატრიარქი ფილარეტი და წმინდა სინოდის მუდმივი წევრები გააგრძელებენ გამაერთიანებელი კრების მომზადების პროცესს და ითანამშრომლებენ უკრაინულ ავტოკეფალურ ეკელსიასთან და ყველა იმ მღვდელმთავართან, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ კრებაში, გ) კიევის საპატრიარქოს წინადადებით, მწყემსმთავრის არჩევის უფლება უნდა გააჩნდეთ მხოლოდ მღვდელმთავრებს, ხოლო სასულიერო პირებსა და ერისკაცებს მხოლოდ კრებაზე დასწრების უფლება, დ) კრების პრეზიდიუმში აუცილებლად უნდა იყვნენ ყველა ეკლესიის (უკრაინაში არსებული) წარმომადგენელი, ე) კანდიდატები არჩეული უნდა იქნენ მღვდელმთვრების მიერ, რომელთაც გამაერთიანებელი კრება დაამტკიცებს, ვ) არჩევნები არ უნდა იყოს დაფარული[35]“.

12 ოქტომბერს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინის რუსული ეკლესიის ეგზარქოს მიტროპოლიტ ონუფრეს გაუგზავნა ეპისტოლე:

„ყოვლადუსამღვდელოეს კიევის მიტროპოლიტ უფალ ონუფრეს, ძმას და ჩვენი უბრალოების თანამწირველს,

თქვენთვის კარგად ცნობილია ისტორიიდან, სადაც დოკუმენატალურად მტკიცდება, რომ კიევის სამიტროპოლიტო მუდამ კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიის იურისდიქციაში შედიოდა, რომელიც დაარსებული იყო მის მიერ როგორც ერთ-ერთი სამიტროპოლიტო, რომელსაც მსოფლიო საყდრის ეპარქიათა დიპტიქში მესამოცე ადგილი გააჩნდა. მოგვიანებით, როდესაც დიდი რუსეთის ადგილობრივმა კრებამ მოაწყო საეკლსიო გადატრიალება და მის კანონიკურ თავს, ქრისტეს დიდ ეკლესიას გამოეყო (1448), მაგრამ ქალაქ კიევის სამიტროპოლიტოს სასულიერო და საერო დასი არასდროს დათანხმდა იმას, რომ ისინი მოსკოვს დაექვემდებარებოდნენ. ეს კანონიკური წყობა შენარჩუნდა, რთული პერიოდის მიუხედავად, 1685 წლამდე, როცა მოსკოვის პატრიარქი იოაკიმე არაკანონიერად შეიჭრა უცხო საეკლესიო იურისდიქციაში და მსოფლიო საპატრიარქოს ნებართვის გარეშე მოახდინა მაშინ ლუცკის ღვთისმოყვარე ეპისკოპოს გედეონის კიევის მიტროპოლიტად არჩევა და ხელდასხმა. ამ არაკანონიკურმა ქმედებამ მაშინ სასულიერო და საერო პირთა დიდი წინააღმდეგობა გამოიწვია, რის გამოც დიდი რუსეთის პოლიტიკოსებმა მსოფლიო პატრიარქს მოსთხოვეს ეს ქმედება გაემართლებინა და მოსკოვის პატრიარქისთვის მიეცა უფლება კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმის შესახებ.

ჩვენმა სამოციქულო და მსოფლიო საყდარმა მიიღო ეს თხოვნა და კანონიკური თვალსაზრისიდან გამომდინარე შეუნდო და იკონომიის დაშვებით პატრიარქმა დიონისე მეოთხემ მოსკოვის უნეტარეს პატრიარქს მისცა უფლება „კიევის მიტროპოლიტის ხელდასხმისა, ერთი პირობით, თუ კიევის მიტროპოლიტი განაგრძობდა ყოვლადუწმინდესი მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებას“.

ამ ეკლესიოლოგიური და კანონიკური პირობის მიხედვით, რომელიც ადგენდა მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებას, კიევის სამიტროპოლიტო სრულად რჩებოდა მსოფლიო საპატრიარქოს დაქვემდებარებაში, მაგრამ რუსეთის უწმინდესმა ეკლესიამ სრულიად უპატივცემულოდ და წმინდა კანონების დარღვევით (მესამე მსოფლიო საეკლესიო კრების მეცხრე კანონი) ის მიიტაცა. ასევე მან არ სცა პატივი იმ საპატრიარქო წერილს, რომელიც მოსკოვზე, იკონომიის დაშვებით, ამ უფლებას აძლევდა შესაბამისი პირობებით. ამ ყველაფრიდან გამომდინარე ამა წლის 11 ოქტომბერს წმმინდა სინოდმა კანონიკურად გააუქმა პატრიარქ დიონისე მეოთხეს 1686 წელს შედგენილი დოკუმენტი. გატყობინებთ, რომ კიევის ისტორიული სამიტროპოლიტო და უკრაინაში ყველა საეკლესიო ეპარქია იეროკანონიკურად უკვე ჩვენი უწმინდესი სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდრის სრულ დაქვემდებარებაში მოვიდა.

ამა წლის 22 აპრილს მსოფლიო საპატრიარქოს წმინდა სინოდმა, სასულიერო და საერო პირთა მრავალი წლის განმავლობაში გამოგზავნილი თხოვნისა და ქვეყნის დამოუკიდებლობის გათვალისწინებით, განსაკუთრებით კი სქიზმის განკურნების მიზნით, რომელიც მოსკოვის ეკლესიას არ შეეძლო გაეკეთებინა, ერთხმად გადავწყვიტეთ უკრაინის ეკლესიაზე „ავტოკეფალიის“ გადაცემა. სანამ უკრაინაში შეიქმნება წმინდა სინოდი და მოხდება მწყემსმთავრის არჩევა, რასაც საპატრიარქო და სინოდალური ტომოსის გადაცემა მოჰყვება, აქედან გამომდინარე თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას ვატყობინებთ, რომ უკრაინაში კანონიკური თავი არის ქრისტეს დიდი ეკლესია (მსოფლიო საყდარი) როგორც ეს ადრე იყო.

დედა ეკლესიის მიერ მიღებული გადაწყვეტილების პირადად თქვენთვის ცნობისათვის კიევში გამოვაგზავნეთ ჩვენი ეგზარქოსები, მაგრამ, სამწუხაროდ, უარყავით მათთან კონტაქტი. ასევე აღვნიშნავთ, რომ სწორედ იკონომიის დაშვებით ჩვენს საპატრიარქო წერილებში მოგიხსენიებთ კიევის მიტროპოლიტად. აქვე გატყობინებთ, რომ გაფართოებული კრების მიერ მწყემსმთავრის არჩევის შემდეგ, ეკლესიოლოგიურად და კანონიკურად არ შეგეძლებათ ამ ტიტულის ტარება.

მშვიდობისა და სიყვარულის სულით აღვსილნი, ყოვლადუსამღვდელოესო ძმაო, გაითვალისწინეთ ეს ისტორიული ჭეშმარიტება და ჩვენი იეროკანონიკური ქმედების ჯანმრთელი ეკლესიოლოგია და მიბაძეთ თქვენს ნეტარხსენებულ წინაპრებს, როგორც სილვესტრი, პეტრე მოგილა, დიონისე, იოსები და ანტონი და მიიღეთ მონაწილეობა უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობლივ დაარსებით კრებაში, სადაც მოხდება მწყემსმთავრის გამორჩება, რა თქმა უნდა თქვენც გეძლევათ უფლება წამოაყენოთ თქვენი კანდიდატურა. ასევე მოგიწოდებთ გქონდეთ კავშირი კიევის ყოფილ მიტროპილიტ ფილარეტთან და ლვივის ყოფილ მიტროპოლიტთან მაკარისთან, რომელნიც ჩვენი ეკლესიის გადაწყვეტილებით აღდგენილნი არიან მათ სამღვდელმთავრო ხარისხში, მაგრამ არა იმ პატივში რაშიც აქამდე იყვნენ, მათი გამუდმებული მოთხოვნა აღდგენის შესახებ დავაკმაყოფილეთ სწორედ მეოთხე მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ კონსტანტინოპოლის საყდარზე მონიჭებული აპელაციის უფლების თანახმად (მეცხრე და მეჩვიდმეტე კანონები). აქვე აღვნიშანავთ, რომ აპელაციაზე თხოვნა არ წარმოადგენს „სქიზმის ლეგალიზებას“ არამედ მის განკურნებას.

იყავით დარწმუნებულნი, რომ დედა ეკლესიის მიერ მიღებული კანონიკური განჩინებები მიმართულია უკრაინელი ერის სასარგებლოდ, რომელთაც გადაეცემათ ავტოკეფალიაც. საჯაროდ გავრცელებული სიცრუეების მიუხედავად, იცოდეთ, რომ უკრაინის საეკლესიო საკითხის გადაჭრის ერთადერთი გზა ეს არის...[36]“. უკრაინის ეგზარქოსმა მიტროპოლიტმა ონუფრემ საპასუხოდ, მსოფლიო პატრიარქს წერილი უკან გაუგზავნა[37]. ამ პერიოდში პარალელურად მიმდინარეობდა ცრუ ინფორმაციების გავრცელება მსოფლიო საპატრიარქოს შესახებ, პრესაში იწერებოდა მოსკოველების მუქარები მსოფლიო საყდრის მისამართით, მაგრამ ფანარს არ ეშინოდა, მშვიდად ღმერთზე მინდობილი აგრძელებდა პროცესს. მოსკოვის ეკლესიამ კი თვით თურქეთში, რომელიც პირდაპირ ფანარის იურისდიქცია არის, დაიწყო მღვდლების გაგზავნა და სამრევლოების დაარსება, ასევე საზღვარგარეთ ეპარქიების შექმნა და ახალი მღვდელმთავრების დადგინება.

2 დეკემბერს კიევის საპატრიარქომ გამოსცა განცხადება სადაც გამოითქვა უკმაყოფილება ეკლესიის მართვა-გამგეობის პირობებზე, მაგრამ აღნიშნა: „კიევის საპატრიარქო გამოთქვამს იმედს, რომ ყველა მხრის ერთობლივი მცდელობები გათვალისწინებული იქნება ამ პროცესში და ბოლოს ყველაფერი წარმატებით დასრულდება. შემდეგ გამაერთიანებელი კრება ყველა გადაწყვეტილებას რაც გაერთიანებას ეხება დაამტკიცებს, ასევე მწყემსმთავრის გამორჩევასაც. ამ ყველაფრის შემდეგ, მსოფლიო საპატრიარქოს მიხედვით ეკლესიის მწყემსმთავარი მიიღებს ავტოკეფალიის ტომოსს“. კიევის ყოფილმა მიტროპოლიტმა ეპისტოლე გაუგზავნა ასევე მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსს სადაც წერს: „თქვენი მოთხოვნის თანახმად, მე მოვხსნი ჩემს კანდიდატურას, მაგრამ გთხოვთ, შემინარჩუნოთ ემერიტუს პატრიარქის ტიტული“. აქვე აღნიშნა, რომ კიევის საპატრიარქოს კანდიდატი იქნება პერიესლავის მიტროპოლიტი ეპიფანე და მსოფლიო პატრიარქს სთხოვს დალოცოს ის[38].

11 დეკემბერს კიევში მსოფლიო საპატრიარქოს წარმომადგენელი და გამაერთიანებელი კრების თავმჯდომარე ჩავიდა[39], რის დროსაც ვითარებას უკრაინაში კიევის ყოფილი მიტროპოლიტი ფილარეტიც ართულებდა, მისი ამაყი და არაორდინალური ხასიათის გამო ყველაფერი იყო მოსალოდნელი, მაგრამ ფანარი ამანაც არ შეაშინა. ერთხელაც, 10 დეკემბერს მიტროპოლიტმა ფილარეტმა პირდაპირ ისაუბრა მსოფლიო საპატრიარქოს წინააღმდეგ და აღნიშნა, რომ ის არ ეთანხმებოდა კრების ასეთ სახეს, როგორსაც ფანარი სთავაზობდა: „თუ ეს ჩვენთვის არ იქნება სასარგებლო კრებაზე არ მივიღებთ მონაწილეობას“. აღნიშნა, რომ კრებაზე მონაწილეობა მხოლოდ ეპისკოპოსებმა უნდა მიიღონ და საერო პირთა მონაწილეობა მიუღებელია. „კიევის საპატრიარქო არის ყველაზე დიდი ეკლესია და ჩვენზეა დამოკიდებული მივიღებთ თუ არა კრებას. ვიმეორებ, თუ ჩვენთვის ეს არ იქნება სასარგებლო მაშინ მას დავგმობთ[40]“. მიტროპოლიტი მაკარი და მისი სინოდი კი სრულიად თანახმა იყვნენ რასაც მსოფლიო საყდარი სთავაზობდა უკრაინის ეკლესიას. მაშინ მან აღნიშნა: „ყველაფერი ისე უნდა მოხდეს, როგორც ამას მსოფლიო საპატრიარქო ადგენს[41]“.

13 დეკემბერს როგორც უკვე აღინიშნა უნდა მოწვეულიყო კიევის საპატრიარქოს ბოლო სინოდის სხდომა სადაც ოფიციალურად დაასახელებდა მის კანდიდატს გამაერთიანებელ კრებაზე წარსადგენად. „2018 წლის 13 დეკემბერს, კიევის საპატრიარქო რეზიდენციაში, კიევისა და სრულიად უკრაინის პატრიარქის ფილარეტის წინამძღვრობით კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსთა კრება შედგა. კრებამ ინფორმაცია მოისმინა გამაერთიანებელი კრების მოსამზადებელ სამუშაოებზე, რომელიც 15 დეკემბერს, კიევის წმინდა სოფიას ტაძარში გაიმართება. უწმინდეს ბართლომეოსის ლოცვა-კურთხევით გადაწყდა, რომ კრებაში მონაწილეობა მიიღონ ეპისკოპოსებმა, კლიროსმა, ერის ხალხმა და მონაზვნებმა. ამის შესახებ კიევის საპატრიარქოს საინფორმაციო სამსახური იუწყება. "Украинской правде" -სთვის კიევის საპატრიარქოდან (წყაროს არ ასახელებენ) ცნობილი გახდა, რომ კიევის საპატრიარქოს ეპისკოპოსთა კრებამ უკრაინის ერთიანი მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურის თანამდებობაზე მხარი დაუჭირა პერიასლოვისა და ბელოცერკოვის მიტროპოლიტის ეპიფანეს კანდიდატურის წარდგენას. ხმის მიცემის პროცედურა იყო ღია. კრებაზე დაახლოებით 40-42 ეპისკოპოსი შეიკრიბა. დაახლოებით 30 -მა მხარი მიტროპოლიტ ეპიფანეს დაუჭირა. 12 -მა ხმა მისცა ლუცკის მიტროპოლიტ მიქაელს. ეს გადაწყვეტილება არ ნიშნავს იმას, რომ გამაერთიანებელ კრებას კიევის საპატრიარქოდან მხოლოდ მიტროპოლიტ ეპიფანეს კანდიდატურა წარედგინება. მათი რიგებიდან შეიძლება სხვა კანდიდატიც იყო, თუნდაც ლუცკის მიტროპოლიტი მიქაელი. პერიასლოვისა და ბელოცერკოვის მიტროპოლიტი ეპიფანე პატრიარქ ფილარეტის უახლოეს გარემოცვას წარმოადგენს - არის მისი მარჯვენა ხელი და მოადგილე. მსოფლიო პატრიარქი ბართლომე უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსს პირადად გადასცემს გამერთიანებელი კრების მიერ არჩეულ მეთაურს 2019 წლის 6 იანვარს[42]“.

14 დეკემბერი, კრებამდე ერთი დღე იყო დარჩენილი, მსოფლიო საპატრიარქოს რაიმე ისეთი უნდა მოემოქმედებინა, რომ თუ მოსკოვის საპატრიარქოდან მღვდელმთავრები მიიღებდნენ მონაწეილეობას კრებაში, მაშინ მოსკოვი ყველა მათგანს განკვეთავდა და ამის აღიარება მოუწევდა მსოფლიო საყდარს, მაგრამ მას უნდა დაეზღვია ყველა ის სასულიერო პირი რომელიც კრებაზე წავიდოდა. მსოფლიო პატრიარქი კი ასე მოიქცა, რადგანაც წმინდა სინოდმა გააუქმა პატრიარქ დიონისე მეოთხეს წერილი და ოფიციალურად აღადგინა მისი იურისდიქცია უკრაინაში, როგორც ეს 12 ოქტომბერს უკრაინის ეგზარქოს მიტროპოლიტ ონუფრეს მისწერა: „გატყობინებთ, რომ კიევის ისტორიული სამიტროპოლიტო და უკრაინაში ყველა საეკლესიო ეპარქია იეროკანონიკურად უკვე ჩვენი უწმინდესი სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდრის სრულ დაქვემდებარებაშია“. 14 დეკემბერს, კრებამდე ერთი დღით ადრე მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უკრაინაში ყველა (უკვე) კანონიკურ მღვდელმთავარს დაუგზავნა წერილები სადაც ატყობინებდა, რომ ისინი ოფიციალურად მსოფლიო საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდნენ. „ვატყობინებთ თქვენს ყოვლადუსამღვდელოესობას, რომ წყალობითა ღვთისათა მთავარეპისკოპოსს კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქს არა მარტო გააჩნია საეკლესიო ვალდებულება, არამედ წარმოადგენს თქვენს კანონიკურ მამას და მეუფეს, ამის გამო, ამ საპატრიარქო წერილით გატყობინებთ, რომ პატრიარქ დიონისე მეოთხეს წერილის გაუქმების შემდეგ, უკრაინის ტერიტორია ოფიციალურად წარმოადგენს კონსტანტინოპოლის ქრისტეს დიდი ეკლესიის იურისდიქციას და მიღებულია გადაწყვეტილება თქვენი ეპარქიის, სასულიერო და საერო პირების ჩვენს უწმინდეს სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდრის დაქვემდებარების შესახებ. აქვე აღვნიშნავთ, ყველა თქვენზე განხორციელებული სასჯელი იქნება უკანონო და გაუქმებული[43]“. კანონიკური თვალსაზრისით, მსოფლიო პატრიარქმა სრულად დააზღვია ყველა ის სასულიერო პირი, რომლებიც კრებაში მიიღებდნენ მონაწილეობას და ახალ ეკლესიას შეუერთდებოდა.

15 დეკემბერი, დილას მღვდელმთავრები, სასულიერო და საერო პირები გაემართნენ აია სოფიის კათედრალისკენ, მაგრამ მანამდე მიხაილოვსკის მონასტერში შედგა შეხვედრა კიევის საპატრიარქოს მღვდელმთავრებისა, სადაც მათ აღასრულეს ერთობლივი ლოცვა და მოაწერეს ხელი დოკუმენტს, რის შედეგადაც ოფიციალურად გაუქმდა კიევის საპატრიარქო და ყველა იურიდიული უფლებები დაეკარგა, რადგან სწორედ ამ დღეს დაარსდებოდა უკრაინის ახალი ავტოკეფალური ეკლესია. ცნობილი იყო, რომ მოსკოვის საპატრიარქოდან იქნებოდნენ ასევე დაახლოებით 15 მღვდელმთავარი, მაგრამ მრავალი ზეწოლის, შანტაჟისა და მუქარის შემდეგ ყველა მათგანმა თავი შეიკავა კრებაზე მისვლისგან, გარდა ორი მღვდელმთავრისა, ვინიცას მიტროპოლიტ სიმეონისა და პერიესლავის მიტროპოლიტ ალექსანდრესი. გარეთ, სიცივეში, საკათედრო ტაძრის წინ, მოედანზე, ხალხი იკრიბებოდა და ლოცულობდა ყველაფერი კარგად დასრულებულიყო, ელოდებოდა ახალ მწყემსმთავართან შეხვედრას. საღამო ხანს უკვე დასრულდა უკრაინის ეკლესიის მწყემსმთავრის არჩევნები, სადაც გამოირჩა პერიესლავის მიტროპოლიტი ეპიფანე, არჩევნებში მონაწილეებმა მაშინვე მიულოცეს უნეტარეს ეპიფანეს არჩევა და წარუძღვნენ გარეთ მდგომ ხალხთან შესახვედრად, რა დროსაც ახლად არჩეულმა მწყემსმთავარმა მრევლს სიტყვით მიმართა: „დიდი მადლობა თქვენ ყველას, ვინც აქ იმყოფებოდით, ამ ისტორიულ მომენტში, თქვენი აქ ყოფნით თქვენც მიიღეთ მონაწილეობა. ჩვენ შევძელით გავერთიანებულიყავით და შეგვექმნა უკრაინის ერთიანი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესია ერთობლივი მცდელობებით. პირველ რიგში, უნდა გამოვხატოთ ჩვენი მადლიერება მის ყოვლადუწმინდესობა მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის მიმართ, რომელმაც გადადგა გადამწყვეტი ნაბიჯი უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის[44]“. ამავე დღეს მსოფლიო საპატრიარქოს სამდივნომ გამოაქვეყნა განცხადება კიევის გამაერთიანებელი კრების წარმატებით დასრულების შესახებ: „მსოფლიო საპატრიარქო უფლის მიმართ დიდებითა და ბედნიერებით აღვსილი იუწყება კიევში დღეს, 2018 წლის 15 დეკემბერს, ჩატარებული კრების წარმატებით დასრულების შესახებ, რომელიც წარმოადგენს უკრაინის ახალი ავტოკეფალური ეკლესიის დამაარსებელ კრებას, რომლის მწყემსმთავარად გამოირჩა პერიესლავის მიტროპოლიტი ეპიფანე. მისი უნეტარესობა, ახლად არჩეული მწყემსმთავარი, ტელეფონზე დაუკავშირდა მის ყოვლადუწმინდესობას მსოფლიო პატრიარქს და გადასცა თავისი პატივისცემა და დედა ეკლესიიდან ლოცვა-კურთხევა ითხოვა მისი პირველიერარქული მოღვაწეობის გასაძლიერებლად. აქვე აღინიშნება, რომ მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა უნეტარესი ეპიფანე მიიწვია ფანარში ერთობლივი საღმრთო ლიტურგიის აღსრულებისათვის დიდ საუფლო ნათლისღების დღესასწაულზე, სადაც ახალი ავტოკეფალური ეკლესიის ტომოსს მიიღებს[45]“. მიუხედავად ამისა, ბოლო წუთამდე რუსეთი დარწმუნებული იყო, რომ ავტოკეფალიის ტომოსის გადაცემა არ მოხდებოდა, მაგრამ 2019 წლის 5 იანვარს უკრაინის ეკლესიის და სახელმწიფოს ოფიციალური დელეგაცია უკვე ფანარში იყო. 2 იანვარს მსოფლიო საპატრიარქომ კვლავ გაავრცელა ინფორმაცია კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესი მიტროპოლიტის ვიზიტის შესახებ ფანარში. საეკლესიო პროტოკოლით გათვალისწინებული იყო მისი დახვედრა 5 იანვარს მსოფლიო საპატრიარქოში. 11:30 წთ-ზე წმინდა გიორგის საპატრიარქო ტაძარში ჩატარდა დოქსოლოგია, ხოლო შემდეგ შედგა უშუალოდ შეხვედრა მსოფლიო პატრიარქთან და მღვდელმთვრებთან, რის შემდეგაც მოხდა უკრაინის უწმინდესი ეკლესიის ავტოკეფალიის ტომოსის ხელმოწერა[46]. მეორე დღეს, 6 იანვარს, შედგა სადღესასწაულო საღმრთო ლიტურგია რის დროსაც მოხდა ოფიციალურად ტომოსის და წმინდა მირონის გადაცემა[47].

ავტოკეფალიის ტომოსი კი ასე გამოიყურება:

„ბართოლომეოსი, წყალობითა ღმრთისაითა მთავარეპისკოპოსი კონსტანტინოპოლისა, ახლისა რომისა და მსოფლიო პატრიარქი,

„მიადექით სიონის მთას... და პირმშოთა ეკლესიას“ (ებრ. 12: 22-23), ბრძანებს მოციქული ერთა, ნეტარი პავლე; და მართლაც, ეკლესია მთაა, რამეთუ არის მძლავრი და მტკიცე,უძლეველი და ურყევი. თუმცაღა ერთი სამწყსო და ერთი სხეული ქრისტესი, რომელიც იწოდება საღმრთო ეკლესიად და ყველგან ამოწმებს მართლმადიდებელ რწმენას, ერთობას სულისა წმიდისა მიერ და განუხრელ დაცვას სამოციქულო მემკვიდრეობისა და კანონიკური წესრიგისა, მოციქულთაგან მომდინარე დროიდან შედგება ეკლესიებისაგან, რომლებიც განფენილი არიან სხვადასხვა მიწებსა და ქვეყნებში, რომლებსაც გააჩნიათ შინაგანი თვითმმართველობა მწყემსმთავრებისა და მოძღვრებისა მიერ, და ქრისტეს სახარების მსახურთა მიერ და რომლებიც განპირობებულია არა მხოლოდ მსოფლიოს ქალაქებისა თუ ქვეყნების ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე, არამედ განსაკუთრებული სამწყსო აუცილებლობის გათვალისწინებით.

ამდენად, რამდენადაც კეთილპატიოსანმა და ღმრთივდაცულმა უკრაინის ქვეყანამ, რომელიც განმტკიცებულია და აღვსილია მაღალი აზრით, მიიღო თავისი სრული პოლიტიკური დამოუკიდებლობა და რომლის სახელმწიფო და საეკლესიო მმართველები უკვე თითქმის ოცდაათი წელია თავის ხალხთან ერთად მხარდამხარ მხურვალედ ითხოვენ საეკლესიო თვითმმართველობას, კონსტანტინოპოლის უწმიდესი სამოციქულო საყდრისადმი მათ ძველ თხოვნათა მსგავსად, რომელიც მრავალსაუკუნოვანი კანონიკური გადმოცემის თანახმად მოვალეა იზრუნოს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიებზე, რომლებსაც ამის საჭიროება გააჩნიათ, ხოლო უმეტესად კი მათზე, რომლებიც მათთან მუდამ იყვნენ კანონიკურად დაკავშირებულნი, - მაგალითად კიევის ისტორიული სამიტროპოლიტო, სადაც ჩვენს ომოფორქვეშ იყვნენ ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტები და ყოვლადპატიოსანნი სულისა წმიდისა მიერ ძმანი და თანამსახურნი ჩვენნი, - ქრისტეს დიდი ეკლესიის მართლმადიდებლურ სამყაროზე ზრუნვის ვალდებულების გამო ადგილობრივ ეკლესიებში მუდმივი სქიზმისა და განხეთქილების საფრთხის კურნებისათვის, ერთსულოვნად განვაჩინებით და ვაცხადებთ, რომ მთელი მართლმადიდებელი ეკლესია, რომელიც იმყოფება პოლიტიკურად ჩამოყალიბებული და სრულად დამოუკიდებელი უკრაინის სახელმწიფოს საზღვრებში, თავის ყველა სამიტროპოლიტოსთან, სამთავარეპისკოპოსოსთან, საეპისკოპოსოსთან, მონასტრებთან, სამრევლოებთან და სხვა საეკლესიო დაწესებულებებთან ერთად, რომლებიც არსებობენ ღმერთკაცი უფლისა და მხსნელისა ჩვენისა, იესუ ქრისტეს მიერ დაფუძნებული ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის საფარველქვეშ, იქმნას ამიერიდან კანონიკურად ავტოკეფალური, დამოუკიდებელი და თვითმმართველი, ეყოლება რა პირველიერარქი საეკლესიო საქმეებში და აღიარებული ყოველთაგან კანონიკური წინამძღოლი, რომელსაც ექნება ტიტული „უნეტარესი მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა“, - არაა ნებადართული ამ ტიტულში რაიმე ცვლილების შეტანა კონსტანტინოპოლის თანხმობის გარეშე, - იგი არის თავმჯდომარე წმინდა სინოდისა, რომელიც მოწვეულ იქნება ყოველწლიურად რიგითობით და უპირატესობის გათვალისწინებით იმ მღვდელმთავართაგან, რომლებსაც გააჩნიათ ეპარქიები უკრაინის გეოგრაფიულ საზღვრებს შიგნით. ამრიგად, ამ ქვეყანაში საეკლესიო საქმეთა გაძღოლა, როგორც ამას განაჩინებენ საღმრთო და წმინდა კანონები, აღსრულდება თავისუფლად და სული წმიდის მიერ, და შეუფერხებლად, სხვათა ჩარევის გარეშე.

ამრიგად, ხელმოწერილი საპატრიარქო და სინოდური ტომოსით ჩვენ ვცნობთ და ვაცხადებთ უკრაინის ტერიტორიაზე ჩამოყალიბებულ ავტოკეფალურ ეკლესიას ჩვენს სულიერ შვილად და მოვუწოდებთ მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიებს, ცნონ იგი და-ეკლესიად და მოიხსენიონ იგი, სახელდებით „უკრაინის უწმიდესი ეკლესია“, რომელსაც აქვს რა კათედრა ისტორიულ ქალაქ კიევში, არ აქვს უფლება დაადგინოს ეპისკოპოსები ან დააფუძნოს სამრევლოები ქვეყნის ფარგლებს გარეთ; ამჟამად უკვე არსებული კი დაექვემდებარებიან, თანახმად განწესისა, მსოფლიო საყდარს, რომელსაც აქვს კანონიკური უფლებამოსილება დიასპორაში, რამდენადაც ამ ეკლესიის იურისდიქცია შემოიფარგლება უკრაინის სახელმწიფოთი.

ჩვენ გადავცემთ მას პრივილეგიებსა და ყველა სუვერენულ უფლებას, რომელიც ეკუთვის ავტოკეფალურ საეკლესიო მმართველობას, ხოლო მიტროპოლიტი კიევისა და სრულიად უკრაინისა, აღასრულებს რა ღმრთისმსახურებას, მოიხსენიებს „ყველა მართლმადიდებელ ეპისკოპოსს“, ხოლო მისი უწმიდესი მღვდელმთავრები კი მოიხსენიებენ მის სახელს, როგორც პირველიერარქისა და უკრაინის უწმიდესი ეკლესიის წინამძღოლისა. ყოველი, რაც ეხება შიდასაეკლესიო მართვას, განიხილება, განისჯება და განისაზღვრება მხოლოდ წმინდა სინოდის მიერ, რომელიც იხელმძღვანელებს სახარებისეული და სხვა სწავლებებით, რომლებიც მომდინარეობს წმინდა გარდამოცემიდან და ჩვენი წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის მიერ პატივდებული კანონიკური განჩინებებით, და ნიკეის I მსოფლიო კრების მე-6 კანონის მოთხოვნით, რომლის თანახმად, „თუ გადაწყვეტა მთელი კრების კურთხევით მოხდება და საეკლესიო სამართალთან შესაბამისობაში, მაგრამ ორი ან სამი ეპისკოპოსი, საკუთარი პატივმოყვარეობიდან გამომდინარე ამ გადაწყვეტილებას შეეწინააღმდეგება, მაშინ ძალაშია უმრავლესობის აზრი“, და ამდენად დაცულია ყველა მღვდელმთავრისა და სასულიერო დასისაგანთა უფლება, სააპელაციო თხოვნით მიმართონ მსოფლიო პატრიარქს, რომელსაც გააჩნია კანონიკური პასუხისმგებლობა, მიიღოს ადგილობრივი ეკლესიების ეპისკოპოსებისა და სასულიერო დასის წარმომადგენელთა უაპელაციო სასამართლო განაჩენები, თანახმად ქალკედონის IV მსოფლიო კრების მე-9 და მე-17 კანონებისა.

გარდა ხსენებულისა, განვმარტავთ აგრეთვე, რომ უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია, სხვა კანონიკურ ვალდებულებებთან და პასუხისმგებლობებთან ერთად, ისევე როგორც სხვა პატრიარქები და ეკლესიათა მეთაურები, აღიარებს უწმიდეს სამოციქულო და საპატრიარქო მსოფლიო საყდარს წინამძღოლად, უმეტესად კი ჩვენი მართლმადიდებელი რწმენის შეურყვნელად დაცვისა და მსოფლიო საპატრიარქოსთან და სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან კანონიკური ერთობისა და თანაზიარების განსამტკიცებლად. ამისათვის, კიევისა და სრულიად უკრაინის მიტროპოლიტი, ისევე როგორც უკრაინის უწმიდესი ეკლესიის მღვდელმთავრები, ამიერიდან არჩეულ იქნებიან საღმრთო და უწმიდესი კანონების, აგრეთვე დებულების მოთხოვნათა შესაბამისად, რომელიც ყოველმხრივ უნდა შეესაბამებოდეს ამ საპატრიარქო და სინოდურ ტომოსს. ყოველი მღვდელმთავარი უნდა ზრუნავდეს, რომ საღმრთო სიყვარულით დამწყსოს ერი ღმრთისა და უძღოდეს მათ ღმრთის მოშიშებით თავის ქვეყანასა და ეკლესიაში მშვიდობისა და თანხმობისაკენ.

თუმცა საიმისოდ, რომ ყველა იმყოფებოდეს სულიერი ერთობის კავშირსა და წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა თანაზიარებაში, რამეთუ გვესწავლა ჩვენ „ეცადეთ მშვიდობის საკვრელით შეინარჩუნოთ სულის ერთობა“ (ეფ. 4:3), კიევისა და სრულიად უკრაინის ყოველი უნეტარესი მიტროპოლიტი, თანახმად წმინდა მამების ძველი გადმოცემისა, ვალდებულია მოიხსენიოს მსოფლიო პატრიარქი და ადგილობრივ ეკლესიათა უნეტარესი პატრიარქები და მეთაურები, კანონიკურად განწესებული დიპტიქის მიხედვით, რომელსაც უწმიდეს დიპტიქებსა და საეკლესიო კრებებზე მიებოძა ადგილი ჩეხეთისა და სლოვაკეთის ეკლესიის მეთაურის შემდგომ.

ამდენად, უკრაინის მართლმადიდებელი ეკლესია, თავისი პირველიერარქის ან კანონიკურად დადგენილი კიევის ტახტის მოსაყდრის მიერ, ვალდებულია მონაწილეობა მიიღოს საერთომართლმადიდებლურ კრებებში მნიშვნელოვანი კანონიკური, დოგმატური ან სხვა საკითხების განსახილველად, რომლებიც წმინდა მამათა მიერ განჩინებული წმინდა ტრადიციის საფუძველზე დროდადრო იქნებიან მოწვეული. პირველიერარქი მოვალეა დააგზავნოს შესაბამისი სამშვიდობო სიგელები მსოფლიო პატრიარქის ან სხვა მეთაურთა სახელზე და უფლებამოსილია ანალოგიური მიიღოს თავადაც, რომელიც უწინარესად შეეხება მშვიდობიან მოგზაურობას კონსტანტინოპოლის პირველსაყდარისგან, ჩვეულებათა თანახმად, წმინდა მირონის მიღებას, მასთან სულიერი ერთობის გამოვლენის მიზნით. უმნიშვნელოვანესი საეკლესიო, დოგმატური და კანონიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტისათვის, კიევისა და სრულიად უკრაინის უნეტარესმა მიტროპოლიტმა, თავისი ეკლესიის წმინდა სინოდის სახელით, უნდა მომართოს ჩვენს უწმიდეს საპატრიარქო და მსოფლიო საყდარს და ესწრაფოს, მიიღოს მისგან ავტორიტეტული მოსაზრება და მტკიცე ურთიერთგაგება, რასთან დაკავშირებითაც მსოფლიო საყდრის უფლებამოსილება უკრაინაში საეგზარქოსოს და უწმიდეს სტავროპიგიათა დაფუძნების შესახებ რჩება უცვლელად.

ამდენად, ყველა ამ პირობებით, ჩვენი წმინდა, ღმრთის დიდი ეკლესია, აკურთხებს და აცხადებს უკრაინის მართლმადიდებელ ეკლესიას ავტოკეფალურად და გულუხვად მიუბოძებს უკრაინის მიწაზე მყოფ იერარქიას, პატიოსან სამღვდელო დასსა და კეთილპატიოსან ერს საღმრთოთა ნიჭთა სულიწმიდის ულევი საუნჯიდან, ლოცულობს, რათა პირველმან და დიდმან მღვდელმთავარმან იესუ ქრისტემ, მეოხებითა ყოვლადუხრწნელისა და ყოვლადკურთხეულისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა და მარადქალწული მარიამისა, წმიდისა, დიდებულისა და მოციქულთა სწორისა, მთავრისა ვლადიმერისა და წმიდისა დიდებულისა მთავრინა ოლგასითა, ღირსთა და ღმერთშემოსილთა მამათა ჩვენთა, კიევ-პეჩორის ლავრასა და სხვათა მონასტერთა შინა მოღვაწეთა და ბერთა, საუკუნოდ განამტკიცოს ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის წიაღში ჩარიცხული უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია და მისცეს მას კეთილად დგომა, ერთობა, მშვიდობა და გაძლიერება, სადიდებლად მისა და მამისა და წმიდისა სულისა.

ამრიგად, ამგვარად გადაწყვეტილი და განჩინებული და მართლმადიდებლობის პატივდებული ცენტრიდან სიხარულით განცხადებული, კრებსითად მიღებული ეს საპატრიარქო და სინოდური ტომოსი, ჩვენი ქრისტეს დიდი კონსტანტინოპოლის ეკლესიის კოდექსში ჩაწერილი და ხელმოწერილი, ზუსტი და იდენტური პირით გადაეცემა უკრაინის უწმინდესი ეკლესიის უნეტარეს წინამძღოლს, მიტროპოლიტ ეპიფანეს და მის აღმატებულებას, უკრაინის პრეზიდენტს, ბატონ პეტრო პოროშენკოს, საუკუნო მტკიცებად და მარადის წარსადგენად.

ორი ათას ცხრამეტი წლის იანვრის თვის 6 რიცხვში, ინდიქტიონი 12.

† მსოფლიო პატრიარქი ბართოლომეოსი, ქრისტე ღმრთისა მიერ განვაჩინე

† ვრიულის მიტროპოლიტი პანტელეიმონი,

† იტალიისა და მალტის მიტროპოლიტი გენადიოსი,

† გერმანიის მიტროპოლიტი ავგუსტინე,

† ტრანუპოლის მიტორპოლიტი გერმანე

† ნიუ ჯერსის მიტროპოლიტი ევანგელიოსი

† როდოსის მიტორპოლიტი კირილე

† რეტიმნისა და ავლოპოტამის მიტროპოლიტი ევგენიოსი

† კორეის მიტროპოლიტი ამბროსიოსი

† სინგაპურის მიტროპოლიტი კონსტანტინე

† ავსტრიის მიტროპოლიტი არსენიოსი

† სიმის მიტროპოლიტი ქრიზოსტომოსი

† ჩიკაგოს მიტროპოლიტი ნათანაელი[48]“.

ამითი დასრულდა მრავალწლიანი სქიზმა უკრაინის ეკლესიაში, კონსტანტინოპოლის დედა ეკლესიამ ხელგაშლილი მიიღო განბნეული ცხვრები. მსოფლიო საპატრიარქომ მისი ამ ქმედებით კიდევ ერთხელ მოიკვეთა მისი იურისდიქციიდან უდიდესი ნაწილი, უკრაინელი ერის საკეთილდღეოდ. მსოფლიო პატრიარქ ბართლომეოსის სახელი ოქროს ასოებით ჩაიწერება უკრაინის ეკლესიის ისტორიაში და მუდამ დარჩება უკრაინელების გულში, სწორედ იმ უდიდესი მსხვერპლისათვის, რაც მან გაიღო. მისი ყოვლადუწმინდესობა არ შეუშინდა არც მუქარას, არც შანტაჟს რუსების მხრიდან, ღმერთზე მინდობილი მშვიდად მიაბიჯებდა გზაზე.


გამოყენებული ლიტერატურა


- Μητροπολίτου Σάρδεων Μαξίμου, «Συλλογή Μελετών και Κειμένων – Πρόνοια και Επιστασία Μητροπολίτου Ελβετίας Δαμασκηνού», გამომც. Επέκταση, Κατερίνη 1998.

სტატია:

- გურგენიძე ნ., „ავტოკეფალური მოძრაობა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინს საეგზარხოსოში“.


ინტერნეტ რესურსები:

- https://www.ec-patr.org/deltiotypou/ukraine/final%20oukraniko-1.pdf.

- http://panagiotisandriopoulos.blogspot.com/2018/12/blog-post_12.html.

- http://fanarion.blogspot.com/2013/08/1020-1025.html.

- https://www.tovima.gr/2008/07/26/archive/minyma-enotitas-kai-symfiliwsis-toy-k-k-bartholomaioy-sto-kiebo/.

- https://www.in.gr/2008/07/22/greece/krisi-stis-sxeseis-fanarioy-mosxas-gia-tin-episkepsi-bartholomaioy-sto-kiebo/.

- https://www.tovima.gr/2008/07/26/archive/minyma-enotitas-kai-symfiliwsis-toy-k-k-bartholomaioy-sto-kiebo/.

- https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2467&tla=gr.

- https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2519&tla=gr.

- https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2520&tla=gr.

- https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2545&tla=gr.

- https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2542&tla=gr.

- https://www.romfea.gr/patriarxeia-ts/patriarxeio-mosxas/23102-patriarxis-mosxas-i-rosiki-ekklisia-den-prokeitai-na-sumfonisei-me-autokefalia-stin-oukrania.

- https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/23595-bartholomaios-se-kurillo-eilimmeni-apofasi-i-autokefalia-stin-oukrania.

- https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/23610-oikoumenikos-patriarxis-mono-ton-theo-fobomaste.

- https://cerkvarium.org/ru/novosti/pomestnye-tserkvi/arkhiepiskop-telmisskij-iov-gecha-avtokefaliya-eto-sredstvo-obespechit-edinstvo-i-tserkvi-vnutri-gosudarstva-i-mezhdu-pomestnymi-tserkvami.

- https://www.romfea.gr/patriarxeia-ts/patriarxeio-mosxas/24446-to-anakoinothen-tou-patriarxeiou-mosxas-gia-tin-diakopi-koinonias.

- https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2614&tla=gr.

- https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25196-filaretos-sto-sumboulio-enopoiisis-tha-anakoinoso-tin-apofasi-mou.

- https://www.romfea.gr/patriarxeia-ts/patriarxeio-mosxas/25448-makarios-maletits-den-tha-eimai-upopsifios-gia-tin-eniaia-ekklisia.

- https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2621&tla=gr.

- https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25554-estalisan-oi-proskliseis-tou-oikoumenikou-patriarxi-gia-tin-enotiki-sunodo.

- https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25568-apokleistiko-bartholomaios-se-onoufrio-den-mporeite-na-exete-pleon-ton-titlo-kiebou.

- https://credo.press/221318/?fbclid=IwAR3sVnKhOy0bysbQmz6ytaZNjS5ACN4VkCf5_8s0yW27MzMxYIJGroCVBo.

- https://www.romfea.gr/diafora/25470-to-patriarxeio-kiebou-gia-tis-apofaseis-tou-fanariou-kai-i-epistoli-filaretou.

- https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25674-sto-kiebo-o-mitropolitis-gallias-gia-tin-enotiki-sunodo.

- https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25639-bomba-filaretou-an-den-mas-ofelei-den-tha-psifisoume-stin-enotiki-sunodo.

- https://www.romfea.gr/ekklisies-ts/ekklisia-tis-oukranias/25761-ektakto-o-mitropolitis-epifanios-ejelegi-epikefalis-tis-ekklisias-stin-oukrania.

- http://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2655&tla=gr.


____________________________

[1] «მსოფლიო საყდარი და უკრაინის ეკლესია: დოკუმენტები საუბრობენ - Ο Οικουμενικός Θρόνος και η Εκκλησία της Ουκρανίας: Τα Κείμενα Ομιλούν», 2018, გვ. 5, იხ. https://www.ec-patr.org/deltiotypou/ukraine/final%20oukraniko-1.pdf


[2] მსოფლიო საპატრიარქოს ცნობილი მიტროპოლიტი მაქსიმე 1973 წელს მის მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში გვაწვდის დეტალურ ინფორმაციას კიევის სამიტროპოლიტოს დაარსებიდან მის ეპოქამდე. მცირე მათგანი უკვე ზემოთ მოვიყვანეთ. Μητροπολίτου Σάρδεων Μαξίμου, «Συλλογή Μελετών και Κειμένων – Πρόνοια και Επιστασία Μητροπολίτου Ελβετίας Δαμασκηνού», გამომც. Επέκταση, Κατερίνη 1998, გვ. 145-146.


[3] გურგენიძე ნ., „ავტოკეფალური მოძრაობა მოსკოვის საპატრიარქოს უკრაინს საეგზარხოსოში“, გვ. 3.


[4] ამის შესახებ ბელგიის მიტროპოლიტი ათინაგორა ინტერვიუში საუბრობს: „პირადად ვყოფილვარ სამჯერ მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრი ორმხირივი კომისიის შეხვედრებზე, რომელებიც ციურიხში, ჟენევაში და უკრაინაში შედგა. მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია შედგებოდა პერგამოს მიტროპოლიტ იოანესაგან (ზიზიულასი), ფილადელფიის მიტროპოლიტი მელიტონი და მე როგორც მდივანი, ხოლო მოსკოვის საპატრიარქოს მხრიდან იყვნე დღევანდელი პატრიარქი, მაშინ როგორც სმოლენსკის მიტროპოლიტი, ოდესას მიტროპოლიტი აგათანგელოსი და მდივანი როგორც პროტოპრესვიტერი ნიკოლაი ბალაშოვი. მახსოვს ერთ შეხვედრაზე მივიღეთ უკრაინაში არსებული სამი ეკლესიის წარმომადგენლები“. იხ. http://panagiotisandriopoulos.blogspot.com/2018/12/blog-post_12.html.


[5] http://fanarion.blogspot.com/2013/08/1020-1025.html.


[6] https://www.tovima.gr/2008/07/26/archive/minyma-enotitas-kai-symfiliwsis-toy-k-k-bartholomaioy-sto-kiebo/.


[7]https://www.in.gr/2008/07/22/greece/krisi-stis-sxeseis-fanarioy-mosxas-gia-tin-episkepsi-bartholomaioy-sto-kiebo/.


[8] https://www.tovima.gr/2008/07/26/archive/minyma-enotitas-kai-symfiliwsis-toy-k-k-bartholomaioy-sto-kiebo/


[9] http://fanarion.blogspot.com/2013/08/1020-1025.html.


[10] როგორც ყველასთვის ცნობილია, მაშინ უკრაინაში არსებობდა სამი ეკლესია, ერთი გახლდათ მოსკოვის საპატრიარქოზე დაქვემდებარებული უკრაინის საეგზარხოსო, რომელსაც მართავდა მიტროპოლიტი ვლადიმირი, მეორე ეს იყო „უკრაინის მართლმადიდბელი ეკლესია - კიევის საპატრიარქო“ რომელსაც მართავდა „კიევისა და სრულიად რუს-უკრაინის პატრიარქი“ ფილარეტ დენისენკო, და მესამე „უკრაინის ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია“, რომელსაც მიტროპოლიტი მეთოდე მართავდა.



[12] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2467&tla=gr.


[13] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2476&tla=gr.


[14] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2519&tla=gr.


[15] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2520&tla=gr.


[16] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2545&tla=gr.


[17] https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/23112-i-antiprosopeia-tou-oikoumenikou-patriarxeiou-den-summeteixe-stous-eortasmous-tis-oukranias.


[18] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2542&tla=gr.


[19] https://www.romfea.gr/patriarxeia-ts/patriarxeio-mosxas/23102-patriarxis-mosxas-i-rosiki-ekklisia-den-prokeitai-na-sumfonisei-me-autokefalia-stin-oukrania.


[20] https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/23100-mitropolitis-gallias-istoriki-stigmi-i-diadikasia-xorigisis-autokefalias-stin-oukrania.


[21]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/23595-bartholomaios-se-kurillo-eilimmeni-apofasi-i-autokefalia-stin-oukrania.


[22]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/23610-oikoumenikos-patriarxis-mono-ton-theo-fobomaste.


[23]https://cerkvarium.org/ru/novosti/pomestnye-tserkvi/arkhiepiskop-telmisskij-iov-gecha-avtokefaliya-eto-sredstvo-obespechit-edinstvo-i-tserkvi-vnutri-gosudarstva-i-mezhdu-pomestnymi-tserkvami.


[24] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2563&tla=gr.


[25] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2576&tla=gr.


[26] გთავაზობთ კართაგენის ადგილობრივი წმინდა კრების 68-ე კანონი: „საჭიროდ მიგვაჩნია ბოლოს ისიც, რომ გავუგზავნოთ წერილი ჩვენს ძმებს და თანამწირველებს, პირველ რიგში, სამოციქულო საყდარს, რომლის მპყრობელი არის ჩვენი თაყვანისაცემელი ძმა და თანამწირველი ანასტასი. ცნობილია, თუ რა დიდი ღვაწლი მიუძღვის აფრიკის ეკლესიის მშვიდობასა და დაწყნარებაში და აგრეთვე თვით დონატისტელთა შემორიგებაში. თუ რომელიმე დონატისტელი გამოასწორებს თავის გულისზრახვას და კათოლიკე ეკლესიის ერთობას დაუბრუნდება, თითოეული მართლმადიდებელი ეკლესიის ეპისკოპოსის ნებისა და მხარდაჭერისამებრ, საჭიროა, ადგილობრივი ეპისკოპოსი დარწმუნდეს, რომ იგი უზაკველი სარწმუნოებით არის მოსული მართლმადიდებელი ქრისტიანობის მშვიდობასთან, და ამის შემდეგ უნდა შეიწყნარონ ისინი იმ ხარისხში, რომელიც მოქცეულ დონატისტელს უკვე აქვს. ცნობილია, რომ ძველადაც ასე ექცეოდნენ ამ მწვალებლობას. ამის მოწამეა აფრიკისთითქმის ყველა ეკლესია, სადაც აღმოცენდა ეს საცთური. ეს კეთდება არა იმისთვის, რომ ზღვის გაღმა მსგავს საქმეთა შესახებ ჩატარებულ კრების დადგენილება დაირღვეს, არამედ იმისთვის, რომ ეს დადგენილება იყოს მათთვის, ვისაც სურვილი ექნება, კათოლიკე ეკლესიას დაუბრუნდეს, და რომ არავითარი დაბრკოლება არ აღუდგეს წინ ასეთ გაერთიანებას. საჭიროა, მივისწრაფვოდეთ საზოგადო ერთობისაკენ იმ ადგილებში, სადაც ისინი ცხოვრობენ, და ეს აშკარად სასარგებლოა ძმათა სულებისთვისაც. ნუ დააბრკოლებს მათ აგრეთვე ზღვის გაღმა შეკრებილი კრების დადგენილება, მიიღოს ისინი კათოლიკე ეკლესიამ იმ სასულიერო ხარისხით, რომელიც აქვთ, და ნუ შეუშლიან ხელს მათ ცხოვნებას. ეს იმას ნიშნავს, რომ თუ დონატისტელთა მიერ ხელდასხმული მოუბრუნდება კათოლიკე ეკლესიას, ზღვის გაღმა ჩატარებული კრებისამებრ ჩამოართმევენ იმ პატივს, რომელიც უკვე აქვთ, არამედ შეიწყნარონ ისინი თავიანთი პატივით, როგორც ეს საერთო თანხმობით დადგინდა“. ამ საკითხზე ვრცელი სტატია იხილეთ: გურგენიძე ნ., „სქიზმაში ხელდასხმულთა კანონიკურ ეკლესიაში მიღების წესი“.


[27]https://www.romfea.gr/patriarxeia-ts/patriarxeio-mosxas/24446-to-anakoinothen-tou-patriarxeiou-mosxas-gia-tin-diakopi-koinonias.


[28] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2601&tla=gr.


[29] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2614&tla=gr.


[30]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25196-filaretos-sto-sumboulio-enopoiisis-tha-anakoinoso-tin-apofasi-mou.


[31]https://www.romfea.gr/patriarxeia-ts/patriarxeio-mosxas/25448-makarios-maletits-den-tha-eimai-upopsifios-gia-tin-eniaia-ekklisia.


[32] https://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2621&tla=gr.


[33]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25402-egkrinetai-to-keimeno-tou-katastatikou-tis-neas-enomenis-ekklisias-tis-oukranias, ასევე იხ. https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25415-anakoinothen-gia-tis-apofaseis-tou-oikoumenikou-patriarxeiou.


[34]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25554-estalisan-oi-proskliseis-tou-oikoumenikou-patriarxi-gia-tin-enotiki-sunodo.


[35]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25563-iera-sunodos-patriarxeiou-kiebou-ajizoume-to-kathestos-tou-patriarxeiou.


[36]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25568-apokleistiko-bartholomaios-se-onoufrio-den-mporeite-na-exete-pleon-ton-titlo-kiebou.


[37]https://credo.press/221318/?fbclid=IwAR3sVnKhOy0bysbQmz6ytaZNjS5ACN4VkCf5_8s0yW27MzMxYIJGroCVBo.


[38] https://www.romfea.gr/diafora/25470-to-patriarxeio-kiebou-gia-tis-apofaseis-tou-fanariou-kai-i-epistoli-filaretou.


[39]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25674-sto-kiebo-o-mitropolitis-gallias-gia-tin-enotiki-sunodo.


[40]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25639-bomba-filaretou-an-den-mas-ofelei-den-tha-psifisoume-stin-enotiki-sunodo.


[41]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25662-mitropolitis-makarios-i-enotiki-sunodos-na-ginei-opos-orizei-to-fanari.


[42]თარგმანი:მართლმადიდებლური სიახლეები / Orthodox news,

https://risu.org.ua/ru/index/all_news/orthodox/uoc_kp/73891/?fbclid=IwAR1yYCdADQJuAo9Y88IUTHlez-MRO7Svdli0o1i6AeqMZJrmuCY5aDP2k0U.


[43]https://www.romfea.gr/oikoumeniko-patriarxeio/25811-stin-dikaiodosia-tou-oikoumenikou-patriarxeiou-oi-duo-oukranoi-ierarxes.


[44]https://www.romfea.gr/ekklisies-ts/ekklisia-tis-oukranias/25761-ektakto-o-mitropolitis-epifanios-ejelegi-epikefalis-tis-ekklisias-stin-oukrania.


[45] http://www.ec-patr.org/docdisplay.php?lang=gr&id=2655&tla=gr.


[46]https://www.orthodoxianewsagency.gr/patriarxeia/oikomeniko_patriarxio/στο-φανάρι-το-σάββατο-ο-μητρ-κιέβου/.


[47] მირონის საკითხმა მრავალი კითხვა გააჩინა, რომ თითქოს უკრაინის ეკლესია არ არის ავტოკეფალური რადგან მას მირონის მომზადების უფლება არ აქვს. ეს პოზიცია კი ეკლესიის ისტორიის უცოდინრობას ავლენს. 15 ადგილობრივი ავტოკეფალური ეკლესიებიდან დაახლოებით ექვსი ეკლესია ამზადებს მირონს, ხოლო დანარჩენებს სწორედ მსოფლიო საპატრიარქოდან მიაქვთ. მირონის მომზადება არ წარმოადგენს კონკრეტული ეკლესიის ავტოკეფალურობის კრიტერიუმს. ეკლესიის ავტოკეფალურობა განისაზღვრება შიდა ადმინისტრაციული საკითხების მოგვარება და გადაწყვეტა ყოველგვარი გარეშე ფაქტორების ჩარევის გარეშე, მაგალითად ეკლესიის მწყემსმთავრის თუ უბრალო ეპისკოპოსის არჩევა, აღსაყდრება და განსჯა და ა.შ.


[48]http://www.tabula.ge/ge/story/142455-ra-tseria-ukrainis-avtokefaliis-tomosshi-qartuli-targmani?fbclid=IwAR0JCJNIIIByUuA7D4ypPYMu71yxE7EuuO-dNCuOMoQtme3dGG4TQXL8fBg.

Comments


bottom of page