top of page
Post: Blog2_Post

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია წარმოადგენს დასრულებულ საეკლესიო აქტს


 

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალია წარმოადგენს დასრულებულ საეკლესიო აქტს


ავტორი:ათონის წმინდა მთის

პანტოკრატორის (ყოვლისმპყრობელი) მონასტრის ძმა

მღვდელმონაზონი ნიკიტა

თარგმანი:ნიკოლოზ გურგენიძე


ის ვითარება, რაც უკრაინაში სუფევს, შეგვიძლია შევადაროთ უძღები შვილის იგავს: როდესაც მონანული უკან დაბრუნდა, მამამ ის მიიღო, გულში ჩაიკრა და ყველა სახის პატივი კვლავ დაუბრუნა, რაც მას აქამდე გააჩნდა. მაგრამ, დიდი ძმა იმდენად განრისხებული იყო, რომ ბრაზისგან სახლში შესვლაც კი ვერ შეეძლო. მან ვერ შეძლო გაეგო მამის ასეთი სიდიადე. იმის მაგივრად, რომ გახარებოდა მისი ძმის დაბრუნება...

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ არ ყოფილა სინანული, მაგრამ „საეკლესიო ერთეულების“ მათივე ხელით დაშლა, რომელსაც მრავალი წელი ემსახურებოდნენ, ამის საპირისპიროს საუბრობს. კი, მაგრამ ჩვენს ძმებს არ უარუყვიათ მართლმადიდებლური რწმენა და დოგმები. მათი თხოვნები იყო ავტოკეფალია, ადმინისტრაციული საკითხები, რისი სრული უფლება გააჩნდათ რომ ქრისტეს დიდი ეკლესიიდან ეთხოვათ ეს ყველაფერი და ასეც მოიქცნენ.

ეს ვითარება, რაც სუფევს, შეგვიძლია ასევე მივამსგავსოთ უფლის სასწაულებს. ფარისევლები საკუთარი თვალებით ხედავდნენ სასწაულებს, მაგრამ უფალს განიკითხავდნენ, რომ შაბათი დღე იყო. ისინი „ჩაციკლულები“ იყვნენ რჯულის დადგენილებებში. არ შეეძლოთ უფლის ეს დიდებულება გაეგოთ, რომ ის თვით რჯულზე მაღლა დგას. დემონების განდევნის გამო განიკითხავდნენ, მაგრამ ის ადამიანებს იხსნიდა. „ადამიანი არ შექმნიდა შაბათისთვის (ესე იგი რჯულისთვის), არამედ შაბაათი შეიქმნა ადამიანისთვის“.

უკრაინის შემთხვევაში, მართლმადიდებელი სამყაროს მილიონობით წევრი კანონიკურობას დაუბრუნდა და ახლა ზოგიერთნი ეძებენ კანონებს, რათა ეს აქტი დაამხონ. მაგრამ ისტორიის და კანონების გამოკვევის შემთხვევაშიც ვეხდავთ, რომ ყველაფერი სწორედ ეკლესიის კანონებისა და ტრადიციის თანახმად მოხდა. მსოფლიო პატრიარქის ინსტიტუტისა და მისი უფლებების დამცირებითა და განსჯით, ვამცირებთ და განვსჯით ეკლესიის ტრადიციას.

მართალია, როდესაც ამბობენ, რომ ეს (უკრაინის) ავტოკეფალია არ ჰგავს სხვა ავტოკეფალიებს. მართლაც გააჩნია ერთი მნიშვნელოვანი განსხვავება. ის უფრო მეტად დიადია, რადგან ამ ავტოკეფალიის მეშვეობით მილიონობით ადამიანი ეკლესიის კანონიკურ საზღვრებში დაბრუნდა. ასევე ამბობენ, რომ ამ ავტოკეფალიამ არ მოიტანა ის შედეგი, რაც პატრიარქს სურდაო. მაგრამ, რა შედეგი შეიძლება ჰქონოდა გარდა მილიონობით ყოფილი სქიზმატის ხსნისა. ქრისტეც სწორედ ამას უყურებს, ნებისმიერი გზით ადამიანთა ცხონებასა და ხსნას. ის წინააღმდეგობები, რომლებიც არსებობს, დროებითია, რადგან ღმერთის ნების წინაშე ყველაფერი გაქარწყლდება.

უსამართლოა, როდესაც ჩვენი რუსი ძმები მსოფლიო პატრიარქს განიკითხავენ არაკანონიკური ხელდასხმების აღიარების გამო, მაშინ, როცა 2007 წელს რუსეთის ეკლესიამ ზუსტად იგივე გზით მიიღო ROCOR-ი. ისინი, რომლებიც თითქმის ერთი საუკუნე სქიზმატებად მიიჩნეოდნენ, აღადგინეს (კანონიკური გაერთიანების შეთანხმებაზე ერთი ხელმოწერით) და საიდუმლოებებიც აღიარეს. მათ სამოციქულო მემკვიდრეობის საკითხზე კი არც კი უსაუბრიათ. მართლაც დიადი საქმეა ერთობის ძიება.

ეკლესია ადამიანთა ცხონების გამო ხშირად იყენებს იკონომიას, სოტეროლოგიურად (ხსნისთვის) და არა ფორმალურად. ეს არის უფლის დიდება. „დედა ეკლესია მისი შვილებისთვის მზრუნველია, თუნდაც ის დაკარგული იყოს“, აღნიშნა პატრიარქმა. რამხელა ჭეშმარიტებაა! კონსტანტინოპოლის დედა ეკლესია არის ჭეშმარიტი დედა. თუ ის მოიქცეოდა დედინაცვალივით, მაშინ შეეძლო ანალოგიურად გაეწყვიტა ევქარისტიული კავშირი ან კიდევ ნებისმიერის სახის „სანქციებს“ გამოიყენებდა. მისთვის ეს სრულიად არ იქნებოდა ძნელი. მაგრამ ჭეშმარიტი დედა ყველაფერს ითმენს და ელოდება, როდის გამოსწორდებიან მისი უმადური შვილები. ღმერთი ამას აკურთხებს და არა განსმჯელ აქტებს. ვხედავთ სხვა და ეკლესიებს ერთმანეთში არ აქვს ევქარისტიული კავშირი, მაგრამ დედა ეკლესიას იმათთანაც კი აქვს ევქარისტიული კავშირი, რომელთაც ის (დედა ეკლესია) არ სურთ. არცერთს არ აქცევს ზურგს, არამედ ყველას ერთ დიდ კალთაში იტევს. დედა ეკლესია ასევე მიტროპოლიტ ონუფრის იერარქიასაც (მღვდელმთვრებსაც) არ უარყოფს, მათ არ აიგნორებს, პირიქით, მას (მიტროპოლიტ ონუფრეს) შესთავაზა ყოფილიყო ახალი ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავრობის კანდიდატიც კი. პატივით მიიღო მისი წერილი, სადაც ამაზე უარს აცხადებდა, ასევე დედა ეკლესია თანახმა იყო მას უწოდოს რუსეთის ეკლესიის მიტროპოლიტი კიევში. ვისაც სურს შეუძლია მათ ეკლესიებშიც იაროს. მსოფლიო საპატრიარქოს მხრიდან არ ყოფილა მსგავსი აკრძალვები (როგორც ეს რუსებმა გააკეთეს).

ფაქტია, რომ უკრაინის ავტოკეფალია წარმოადგენს დასრულებულ საეკლესო აქტს და ნელ-ნელა ჩვენ ყველამ უნდა გავითავისოთ ეს. ჩვენი ვიზიტის დროს უკრაინაში იმაში დავრწმუნდით, რომ ხალხმა უკვე მიიღო ახალი ავტოკეფალური ეკლესიის არსებობა. ის უკვე მათი ცხოვრების და ყოველდღიურობის ნაწილს წარმოადგენს. ამას ამტკიცებენ ასევე ახლახანს ჩატარებული გამოკითხვები.

უნეტარესი ეპიტანე არის ადამიანი, რომელიც პირველ რიგში დაინტერესებულია ქვეყანაში არსებული მორწმუნეების სიკეთით, სულიერი განვითარებუთ, განათლებით, ოჯახით, ახალგაზრდებით, ჯარით და ა.შ. მისი ეკლესიის ბევრი მორწმუნე ბრკოლდება, როდესაც ის რუსეთის პატრიარქს იხსენიებს, რადგან (რუსეთ-უკრაინას შორის) მრავალწლიანი ომია, მაგრამ ის ცდილობს ხალხს განუმარტოს, თუ რა არის ეკლესიაში ერთობა, რას ნიშნავს „გიყვარდეთ თქვენი მტრები“.

ახლახანს ფაქტებიდან გამომდინარე დავადგინეთ, რომ მიტროპოლიტი მაკარი მალეტიჩი სრულიად უსამართლოდ იქნა ბრალდებული, თითქოს „თვითხელდასხმული“ იყო. ყველა დოკუმენტი მისი ხელდასხმის შესახებ, მსოფლიო საპატრიარქოშია. მან მოთმინებით აიტანა და ასე იტანს დღემდე ამ ცილისწამებებს და ეს მას განწმედს. ყოველგვარი პატივმოყვარეობის გარეშე შრომობს და იღწვის მისი მრევლისა და ქვეყნისთვის (შეეძლო მრავალი „უფლებები“ მოეთხოვა, როგორც ყოფილი უკრაინის სქიზმატური ავტოკეფალური ეკლესიის მწყემსმთავარი). თავმდაბალი და უბრალოა, რომელსაც გააჩნია სრული მორჩილება მისი ეკლესიის მწყემსმთავართან.

გავიცანით მამა სერგი, რომელიც დევნილი იქნა მისი თანამწირველი მღვდლებისგან, იმ სამრევლოში სადაც მსახურობს, რადგან არ მოაწერა ხელი დოკუმენტს, რის მიხედვითაც დარჩებოდა რუსეთის ეკლესიის დაქვემდებარებაში და ეკლესიიდან გააძევეს. მისმა საკუთარმა ნათესავებმაც კი უარყვეს ის და დევნა დაუწყეს და ეს მხოლოდ იმიტომ, რომ მის ქვეყანაში სურდა მის ეკლესიას ჰქონოდა ავტოკეფალია. იმ ტაძრიდან, სადაც მსახურობს, როცა გამოვიდა გარეთ, თქვა: „უფალო, ახლა არაფერი და არავინ მყავს, მხოლოდ შენ, გამიძეხი!“. ეს იყო მისი ლოცვა. კიევის უნეტარესი მიტროპოლიტ ეპიფანეს კურთხევით ერთ კონტეინერში დაიწყო წირვის აღსრულება, იქ სადაც წმინდა ვლადიმირმა აღასრულა ნათლობა. იმ ტაძარში კი, სადაც აქამდე მსახურობდა, გამოაკრეს განცხადება, სადაც მრევლს აფრთხილებდნენ არ წასულიყვნენ სქიზმატთან კონტეინერში და არ ზიარებულიყვნენ. მაგრამ ხალხმა დაინახა უსამართლობა და მის პიროვნებაში დიდი მადლი, ამიტომაც გადაწყვიტეს მას (დევნილ მღვდელს) გაყოლოდნენ და მასთან დასწრებოდნენ მსახურებებს.

ეს დევნილი ხალხი არიან ჭეშმარიტი (სარწმუნოების) აღმსარებლები, რომელთა დევნაც არ ჩანს. მათ მხოლოდ უფლის იმედი აქვთ.

უკრაინის ავტოკეფალური ეკლესია არის დედა ეკლესიის კურთხევის მფარველობის ქვეშ, რომელმაც ბევრ ეკლესიას გადასცა ავტოკეფალიები, სწორედ ის აძლევს ავტოკეფალიას უკრაინელ მართლმადიდებელ ძმებსაც, მიუხედავად იმისა, რომ როგორც ხდება ხოლმე, საწინააღმდეგო აზრიც არსებობს. დრო კი აჩვენებს, რომ ეკლესიაში რაც ხდება, არ იცვლება.

28 views0 comments
bottom of page